x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პატარა გოგონამ წერილი ღმერთს მისწერა... და ის ქვეყნის პრეზიდენტმა წაიკითხა (ნამდვილი ამბავი)

image


ეს ამბავი ფინეთში, გასული საუკუნის 70–იან წლებში მოხდა. 6 წლის ჰელგა ჰილტუნენმა, რომელიც ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, შობის წინ, გადაწყვიტა ღმერთისთვის წერილი მიეწერა და მისთვის საჩუქრის სახით, 100 მარკა ეთხოვა.

ქვეყნის კანონის მიხედვით, ყველა წერილი, რომელზეც მისამართი არასწორედ იყო მითითებული, პრეზიდენტს უნდა წაეკითხა. ასე მოხვდა «ღმერთისთვის მიწერილი წერილი» ურჰო კალევ კეკონენთან, რომელიც ქვეყანას 1956-1981 წლებში მართავდა.

პატარა გოგონას გულუბრყვილობამ და ნდობამ პრეზიდენტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მან თანაშემწეს სთხოვა, რომ მისთვის 100–ის ნაცვლად, 50 მარკა მიეტანა – იფიქრა, ძალიან პატარაა და ესეც საკმარისი იქნებაო.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჰელგას მეორე წერილი მიიტანეს, რომელშიც გოგონა ღმერთს სწერდა, რომ პრეზიდენტის მანქანას, რომელიც მის სახლთან გაჩერდა, მთელი ქუჩა შურით უყურებდა. მაგრამ, ის ღმერთს სთხოვდა, რომ მისთვის, პრეზიდენტის ხელით ფული აღარ გაეგზავნა, რადგან მან ნახევარი მოიპარა და 100 მარკის ნაცვლად, მხოლოდ 50 მიუტანა.


image


imageimageimageimage




1
458
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
458
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1