x
მეტი
  • 28.11.2021
  • სტატია:115210
  • ვიდეო:352757
  • სურათი:489176
გარდაცვლილი ოპერატორის მშობლები დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ
imageცნობილია, რომ გარდაცვლილი გალინა ჰატჩინსის ოჯახი უკრაინაში ცხოვრობს.




ოპერატორის გალინა ჰატჩინსის მშობლები, რომელის ტრაგიკულად დაიღუპა ფილმის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის რეკვიზიტული იარაღის გასროლის შემდეგ, მოითხოვდნენ ყველა იმ დამნაშავის დასჯას, ვის გამოც მათი შვილის გარდაცვალება გამოიწვია.



შეგახსენებთ, რომ გოგონა ფილმი "ჟანგის" გადაღების დროს დაიღუპა . The Sun-ის ცნობით, გარდაცვლილი გალინას მშობლებს-მამას ანატოლის და დედამისს ოლგა ანდრუსევიჩს სურდათ შეერთებულ შტატებში გაფრენა, თუმცა დედამის პრობლემები შეექმნა საბუთებზე და ამიტომ ვეღარ შეძლეს წასვლა.

"თუ მათი ქალიშვილი ვიღაცის შეცდომის გამო გარდაიცვალა, მოუწევთ ამის გამო გადახდა“, - ციტირებს ბრიტანული გამოცემა გალინას კიეველი მეგობრის ნათქვამს.



კინოსტუდიის წარმომადგენლები შიშობენ, რომ გარდაცვლილის ოჯახმა შესაძლოა სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, თუ გაირკვევა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა.


გალინა ჰატჩინსს დარჩა მეუღლე და 8 წლის ვაჟი. გადასაღებ მოედანზე მოკლული გოგონას ოჯახი კალიფორნიაში ცხოვრობს.

image

როგორც ცნობილი გახდა, ბოლდუინის პისტოლეტში იდო საბრძოლო ვაზები. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე გადამღებ ჯგუფში დიდი უთანხმოება მოხდა. მაგალითად, ცნობილია, ისიც რომ სასიკვდილო გასროლამდე რამდენიმე საათით ადრე, ექვსმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა გადასაღები მოედანი, მათ არ აკმაყოფილებდა სამუშაო პირობები. გამოძიებასთან თანამშრომლობს თავად ალეკ ბოლდუინი. მისი თქმით, გალინა ჰატჩინსის "მკვლელობამ" ის შოკში ჩააგდო. გოგონას ოჯახთან ურთიერთობს და მზადაა გარდაცვლილის ახლობლებს დახმარება გაუწიოს.

0
208
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0