x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი პრიმადონას ალა პუგაჩოვას და მისი მეუღლის ფეშენებელური სასახლე სოფელში რომელიც ითარგმნება როგორც ტალახი

image მოსკოვის ოლქში ოდინცოვოს ადმინისტრაციაში არის სოფელი, რომელიც პირდაპირ ითარგმნება როგორც ტალახი. სწორედ აქ მდებარეობს სასახლე, რომელიც რუსეთში არცთუ უცნობ ადამიანებს ეკუთვნის.
დიახ, ეს ფეშენებელური სასახლე ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის საკუთრებაა, სასახლის აშენებაში და სათანადოდ მოწყობაში რამდენიმე მილიონი ევრო დაიხარჯა, სამაგიეროდ ბოჰემის მოყვარულ წყვილს აქვთ სასახლე, სადაც ხირად იმართება სტუმრიანობა და სადაც ხშირად იკრიბება წყვილის სამეგობრო.
გარეშე პირებისათვის აქ მოხვედრა შეუძლებელია, დაცვის სამსახური საშვის გარეშე არავის არ ატარებს, საშვს კი ალა და მაქსიმი აძლევენ მხოლოდ იმ ადამიანებს ვისი სტუმრობაც მათ სურთ.
imageimageimageimageimageimage სასახლისთვის ადგილი მაქსიმმა შეარჩია, სასახლიდან საკმაოდ დიდ მანძილზე შეგიძლიათ შეუიარაღებელი თვალით დაათვალიეროთ გარემო.
სასახლის მოცულობა საკმაოდ შთამბეჭდავია, მისი ფართის საერთო მოცულობა 3000 კვადრატული მეტრია, რაც დამეთანხმებით არცთუ მცირეა.
გალკინის თქმით მან შესძლო და აიხდინა ბავშვობის ოცნება, სწორედ ასე წარმოედგინა მას სასახლე რომელზეც ოცნებობდა ბავშვობაში-არასტანდარტული, დიდი და რაც მთავარია კომფორტული.
სასახლეს გააჩნია დამხმარე ნაგებობებიც დამხმარე პერსონალისათვის და დაცვისათვის.
image სახლში არის ლიფტი, ასევე მიწისქვეშა სადგომი ერთდროულად 4 მანქანისათვის, აუზიც და როგორც ამბობენ სასახლეს აქვს ფარული გვირაბიც კი.
სასახლის ავტორები არიან არქიტექტორები ანატოლი გოლევი და ვერა გორლიცინა, რომლებმაც მუშაობისას საქმეში ჩართეს ცნობილი მხატვრები, სკულპტორები და ქვის ცნობილი ოსტატები.
არქიტექტორებს მოუწიათ მრავალჯერ გადაეკეთებინათ პროექტი წყვილის სურვილით, სასახლის ცენტრალურ შესასვლელში დრაკონები დგას, რაც გალკინის მოთხოვნით იქნა დადგმული.
image ჰოლში დგას მძიმედ აღჭურვილი რაინდის სკულპტურა, რომელიც ისე ჩანს თითქოს შესასვლელს იცავდეს.
სახლში ყველაფერი შესრულებულია კლასიკურ სტილში, დიზაინერებმა არაფერი დაიშურეს იმისათვის რომ ალას და მაქსიმის ყველა სურვილი შეესრულებინათ, გამოყენებულ იქნა ყველაზე ძვირი მასალა სასახლის შიდა ინტერიერის მოსაწყობად.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage ბავშვებისათვის ცალკეა ოთახები გაკეთებული და სათანადოდ მოწყობილი, ბავშვებიც სასახლეში სტუმრებთან ერთად ლაღად გრძნობენ.
imageimage როგორც სახლის უფროსი მაქსიმ გალკინი ამბობს, ის კმაყოფილი და ბედნიერია ბავშვობის ოცნების ახდენით და პატარა ბავშვივით ხალისობს სასახლის აუზში აკვალანგით "ჭყუმპალაობით".






















0
357
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
357