x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"ღმერთო ნეტავ 30-მდე მუხლებამდე კოპლებიან ნიფხავში მორბენალი არ ვნახო და აღარ დავეძებ" - ვისზე საუბრობს მეგი გოცირიძე

image


პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე, ირაკლი ღარიბაშვილის ევროპარლმენტარების განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მოქმედ პრემიერ - მინისტრს საგანგებო პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


"ღმერთო ჩემო, ნეტავ 30-მდე, მთლად მუხლებამდე კოპლებიან ნიფხავში გამოწყობილი, აწყვეტილ - მორბენალი ყროყინა არ ვნახო და აღარ დავეძებ ???? რაც შეიძლება ხშირად და ხანგრძლივად ალაპარაკეთ ჟურნალისტებო, ოღონდ ჯაჭვი მჭიდროდ შემოარტყით, რომ მანდედანვე არ აგაცალოთ ვინმემ და იძულებით მკუნალობაზე არ დასვას, სანამ პირბადეს მოხსნიან და იცნობენ, ამ გარეკილს ???? კუბილიუსს, ფოტიგას, კირკიტაძეს და სრულიად ევროპარლამენტარებს სულ რეციდივისტები, ბანდიტები და ზონდერები ეძახა ???? გადააბით ჩრდილში ყროყინამეთქი მე მითქვამს ხიხო, თორემ პირდაპირეთერში გაიკვანძება და შესაძლოა ბეჭიც ამაიგდოს, ამ უბედურ დღეზე დაბადებულმა მამით ნაცმა და ჰოროსკოპით ვირის ხორცმა, ბერას სათამაშო ყროყინამ ????"- წერს მეგი გოცირიძე.


ევროპარლამენტარების წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


"არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი, ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, მე ერთი მინდა ვუთხრა, ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება".


ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ხსენებულ ევროპარლამენტარებს სააკაშვილთან "პირადი მეგობრობა" აკავშირებთ. ცნობისთვის, 19 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო ხუთმა ევროპარლამენტარმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ "საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია".




0
239
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
239