x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
,,ეთნო ოკამი"-ის მეღვინეობა

საწყის ეტაპზევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეთნო ოკამი არის სრულიად ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ღვინოზე ორიენტირებული კომპანია. გვაქვს 60-ზე მეტი სხვადასხვა მოცულობის ქვევრი და 3 განსხვავებული სტილის მარანი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ მრავალფეროვანი და გამორჩეული პროდუქცია. ამასთან კომპანიას გამოარჩევს ის შესაძლებლობები, რაც მიკროვინიფიკაციის ბაზაზე, ექსპერიმენტების კუთხით გაგვაჩნია.

საბა ქითიაშვილი ეთნო ოკამი
“როგორც მეღვინე, ვფიქრობ, საჭიროა თითოეული ჯიშის პოტენციალის განსაზღვრა და შემდეგ ამ ჯიშებისგან მაქსიმუმის მიღება, ამ ნაწილში კი განსაკუთრებული როლი საუნივერსიტეტო სივრცეს უჭირავს, რომელიც აერთიანებს მევენახეობის, მეღვინეობის, მიკრობიოლოგიისა და საერთაშორისო სტანდარტების სადეგუსტაციო ლაბორატორიებს.


საბა ქიტიაშვილი - შპს ეთნო ოკამის მთავარი მეღვინე

ბაზარზე ბევრი საინტერესო დეტალი გამოგვარჩევს, ჩვენი ასორტიმენტი ამ ეტაპზე 5 დასახელების პროდუქციისგან შედგება (ხაშმის საფერავი, რქაწითელი კახეთიდან და ქართლის ენდემური ჯიშები: თავკვერი, შავკაპიტო და ჩინური - გორული მწვანის სეპაჟი), თუმცა ვფიქრობ, ძალიან მალე ცოდნასა და ცდებზე დაყრდნობით, ჩვენ შევძლებთ მივიწყებული ტექნოლოგიების აღდგენით, დამატებით ვაწარმოოთ განსხვავებული ღვინო სხვადასხვა გემოვნების მომხმარებლებისთვის და დამერწმუნეთ ამის საშულებას თავად ქვევრში ღვინის დაყენების არაერთი მეთოდი იძლევა.

ეთნო ოკამი / ETNO OKAMI
ეთნო ოკამის პროდუქცია ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი პროდუქციით ღვინის სარეალიზაციო ობიექტები ინტენსიურად ინტერესდებიან, მივიღეთ საკმაოდ მაღალი შეფასებები სხვადასხვა დეგუსტაციებიდან და ვფიქრობთ, რომ კომპანია ამ ტემპით საკმაოდ მოკლე დროში შეძლებს გამორჩეული, ქართული გემოები გააცნოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრის მომხმარებლებს

1
66
შეფასება არ არის
ავტორი:ეთნო ოკამი
ეთნო ოკამი
66
  
2021, 27 ოქტომბერი, 0:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1