x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გალინა ჰატჩინსამდე:გადასაღებ მოედანზე ტრაგიკულად დაღუპულები
imageდღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა უბედური შემთხვევა, რომელიც ჰილივუდის გადასაღებ მოედანზე მოხდა, ლეგენდარულ მსახიობს, 63 წლის ალეკ ბოლდუინს სრულიად შემთხვევით შემოაკვდა უკრაინელი ემიგრანტი, კინოპერატორი, 42 წლის გალინა ჰატჩინსი.სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევები აქამდეც მომხდარა.


ქვემოთ წარმოგიდგენთ 6 შემთხვევას გადასაღები მოედნიდან, რომელიც ტრაგედიით დასრულდა.





1)სერგეი ბოდროვი უმცროსი- საბჭოთა და რუსი კინომსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და ტელეწამყვანი. ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.დაიღუპა ფილმ "Связной"-ის (შიკრიკის) გადაღების დროს 2002 წელს, რომელიც ჩრ. ოსეთში მიმდინარეობდა, კარმადონის ხეობაში მყინვარის ჩამოწოლამ 120 ადამიანი ქვეშ მოიყოლა, აქედან 23 გადაღები ჯგუფიდან იყო, მათი გვამები დღემდე არ არის ნაპოვნი.

image



2)ბრენდონ ლი-ლეგენდარული ბრიუს ლის შვილის დაღუპვის სცენარი ტუპისცალივით ჰგავს დღევანდელ ტრაგედიას, დაიღუპა ფილმის გადაღების დროს 1993 წლის 31 მარტს, იარაღში ფუჭის ნაცვლად, შემთხვევით საბრძოლო ვაზნები იდო.

image


3)ვიკ მოროუ, მიკა დინი და რენე შინ ი ჩენი-ამ ტრაგედიამ თითქმის არავინ დატოვა გულგრილი, ამის შემდეგ ჰოლივუდში შემოიღეს მკაცრი წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული ბავშვებთან გადაღებისას. შემთხვევა 1994 წელს მოხდა საშინელებათა ფილმის "ბინდის ზონის" გადაღების დროს.

სცენარი მოიცავდა 7 წლის მიკ დინ ლის, 6 წლის რენე ჩენისა და 53 წლის ვიკ მოროუს ვერტმფრენის დევნის ეპიზოდს. რეჟისორის იდეით, ვერტმფრენი მსახიობებიდან 25 ფუტის სიმაღლეზე უნდა გაფრენილიყო, თუმცა, სიბნელეში ცუდი ხილვადობის, ასევე პიროტექნიკის აფეთქების გამო, პილოტმა დაკარგა კონტროლი და მანქანა მიწას დაენარცხა.

საფრენი აპარატის ექვსმა მგზავრმა მცირე დაზიანებები მიიღო, მაგრამ მიწაზე მყოფი მსახიობები ადგილზე დაიღუპნენ.

image


4) სტივ ირვინი-ყველასთვის ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტი, ტელეჟურნალისტი, ცნობილი დოკუმენტური ფილმების ავტორი ნიანგებზე "Discovery Channel"-ზე.


2006 წლის 4 სექტემბერს წყალქვეშა გადაღებები ტრაგიკულად დასრულდა.სტივ ირვინს თავს დაესხა თევზი სკაროსი, რა დროსაც მისი ფარფლის ნემსი პირდაპირ გულში მოხვდა.

image


5)არტ შოლი-ფილმის "საუკეთესო მსროლელის" გადაღების დროს 1985 წელს, რომელიც მფრინავებს ეძღვნებოდა, ბევრ სცენაში პროფესიონალი პილოტები მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი ოყო არტ შოლი.

იმ საბედისწერო დღეს, მისი დავალება იყო ცაში, თვითმფრინავის კაბინიდან, ეფექტური მანევრის გადაღება . თუმცა, თვითმფრინავის ძრავას ტექნიკური პრობლემები შეექმნა, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ შოლმა არსებული პრობლემების შესახებ მხოლოდ დისპეჩერზე გადაცემა მოასწრო, რის შემდეგაც საჰაერო ხომალდი სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ვერც ცხედარი და ვერც თვიმფრინავის ნამსხვრევები ვერ იპოვეს და, შესაბამისად, გაუმართაობის ნამდვილი მიზეზები დღემდე დაუდგენელია უცნობია. ფილმი ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავს მიეძღვნა.

image

6) ჯორჯ კამილარი-ჯორჯი იყო სტატისტი პოპულარულ ფილმი "ტროას" (2004) გადასაღებ მოედანზე. ერთ -ერთი სცენის გადაღების დროს კამილარმა ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც იგი ადგილობრივ კლინიკაში გააგზავნეს (გადაღება მექსიკაში მიმდინაროებდა). რამდენიმე ხნის შემდეგ თითქოს ბოდიბილდერმა გამოჯანმრთელება დაიწყო, მაგრამ მალე მოულოდნელად გართულებები დაეწყო, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

image

ასევე დაგაინტერესებთ:სცენაზე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

0
202
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0