x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გლოსიტი

image
გლოსიტი არის ენის ანთებითი დაავადება, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს როგორც დამოუკიდებელი პათოლოგია ან იყოს შინაგანი ორგანოების სხვა დაავადებების სიმპტომი. ზოგჯერ ენის ფორმის ან ფერის ცვლილება შეიძლება იყოს ერთადერთი ნიშანი, რომელიც ორგანიზმში არსებულ უკმარისობაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ მიექცეს ყურადღება მტკივნეულ ცვლილებებზე პირის ღრუში.თვითმკურნალობამ კი შეიძლება გამოიწვიოს დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლა, რომელიც ხასიათდება ძლიერი ცვლილებებით და წყლულების გაჩენით.

ენის ლორწოვანზე ანთების გამომწვევები არიან პათოგენური მიკროორგანიზმები (ვირუსები, ბაქტერიები), რომლებსაც ადგილობრივი იმუნური სისტემა ვერ უმკლავდება. ყველაზე ხშირად გლოსიტის გამოწვევა შეუძლია ჰერპესის ვირუსს. დაავადება შეიძლება დიდი ხანი ლატენტურ მდგომარეობაში იყოს და მრავალი წლის განმავლობაში არ აწუხებდეს ადამიანს. მაგრამ იმუნიტეტის დაქვეითებისას იგი გააქტიურდება და იწყებს გამრავლებას.

დაავადების სხვა შესაძლო მიზეზები:

  • თერმული ან ქიმიური დამწვრობა;
  • ალერგიული რეაქცია კბილის პასტებზე;
  • ენის დაზიანების გამომწვევი სასმელების მოხმარება;
  • ხშირი მექანიკური დაზიანებები გამოწვეული კბილების არასწორი რესტავრაციებით;
  • ცხარე კერძების ჭარბი გამოყენება.
რისკის ქვეშ არიან 50 წელს გადაცილებული ადამიანები, მწეველები, კარამელის მოყვარულები. პირის ღრუ კარგი გარემოა პათოგენური მიკროორგანიზმების რეპროდუქციისათვის, ამიტომ მისი ცუდი ჰიგიენა და ქრონიკული სტომატოლოგიური პათოლოგიები ასევე იწვევს ანთებით პროცესებს ენის ზურგზე.


უმეტეს შემთხვევაში გლოსიტი ვლინდება როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების, დისბიოზის და აუტოიმუნური დაავადებების სიმპტომი.

ფორმის მიხედვით არჩევენ დაავადების 3 ჯგუფს:

  • კატარული
  • ანთებითი პროცესი ვლინდება მხოლოდ ენის ზედაპირზე. იგი ხასიათდება სიწითლით და შეშუპებით. მთავარი მიზეზი არის პირის ღრუს სოკოვანი დაავადება (კანდიდოზი) ან კუნთოვანი ორგანოს დამწვრობა. იშვიათ შემთხვევებში კატარული გლოსიტი არის პირის ღრუს სტომატიტის ან ავიტამინოზის შედეგი.

  • ჩირქოვანი
  • ყველაზე მძიმე ფორმაა. პათოლოგიური პროცესი ვრცელდება ღრმად, რამაც ძლიერი ტკივილების გამოწვევის მიზეზია, აღინიშნება ასევე შეშუპება. ენის ზურგზე ჩნდება ჩირქის შემცველი ჭრილობები. დაავადებას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა და ინტოქსიკაცია.

  • წყლულოვანი
  • ამ ფორმის დროს მრავალი წყლული ჩნდება ენის ზედაპირზე, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა. ადამიანი განიცდის ძლიერ ტკივილს, რაც იწვევს მადის დაქვეითებას. მეტყველების დარღვევები შესაძლებელია შეშუპებისა და ჰიპერტროფიის გამო. ღრძილებისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები მაპროვოცირებელი ფაქტორებია.

    ასევე გლოსიტის ერთ-ერთ ფორმად ითვლება თანდაყოლილი დაავადება, რომლის კლინიკური გამოვლინებები ნაკეცებია ენის ზედაპირზე. მკურნალობა არ არის საჭირო, რადგან ეს ფორმა არ იწვევს მტკივნეულ შეგრძნებებს ან დისკომფორტს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ესთეტიკური კორექცია.

    როგორც მეორადი დაავადება, გლოსიტი შეიძლება იყოს შინაგანი ორგანოების სხვადასხვა დაავადებების ნიშანი. ამ მხრივ ყველაზე საშიში ფორმა არის ინტერსტიციული, რადგან ის მოქმედებს როგორც კიბოსწინარე მდგომარეობა. მკურნალობის გარეშე გლოსიტის შედეგად დაზიანებული ენის უჯრედები ავთვისებიანია, რაც კიბოს წარმოქმნას იწვევს. ასევე ასეთი გლოსიტი სიფილისის დამახასიათებელი ნიშანია.

    გლოსიტის სიმპტომები განსხვავებულია. დაავადების სიმძიმე და ხასიათი დამოკიდებულია გლოსიტის ფორმაზე და მის წარმოშობის მიზეზზე. დამახასიათებელი გამოვლინებებია:

    • დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნებები ჭამის და საუბრის დროს;
    • ენის ფერის ცვლილება-ღია ვარდისფრიდან ყავისფრამდე;
    • შეშუპება, ორგანოს ზომისა და ფორმის ცვლილება;
    • წყლულოვანი დაზიანებები, ზოგჯერ ჩირქოვანი გამონადენით;
    • სისხლდენა ჭრილობიდან;
    • გემოვნების რეცეპტორების გაქრობა, რის შედეგადაც ენის ზურგი ხდება გლუვი.
    ტემპერატურის მატება ყოველთვის არ არის დამახასიათებელი. საწყის ეტაპზე ადამიანი გრძნობს მხოლოდ პათოლოგიურ ცვლილებებს ენის ზედაპირზე, ზოგადად ცვლილებები ხდება ინტოქსიკაციის განვითარების შედეგად.

    შესაძლო გართულებები:

    • ცუდი სუნი პირის ღრუდან;
    • ყლაპვის გაძნელება;
    • ენის დეფორმაციის გამო განვითარებული მეტყველების დარღვევები;
    • გემოვნების ცვლილებები ან მისი სრული დაქვეითება;
    • მუდმივი წვის შეგრძნება.
    მთავარი სიმპტომია ე.წ. „თმიანი ენის“ფორმირება. ამ დროს ორგანოს ზედაპირზე მუქი მკვრივი წარმონაქმნები გამოჩნდება.ზუსტი დიაგნოზი შეიძლება დაისვას მხოლოდ ექიმის მიერ დათვალიერებისა და გამოკვლევის შემდეგ. როგორც წესი დიაგნოზი ისმევა ობიექტური გამოკვლევით. ანთების გამომწვევი აგენტის ტიპის დასადგენად კი ენის ზედაპირიდან ხდება მასალის აღება შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის. პაციენტს ასევე საჭიროა ვიწრო სპეციალისტების კონსულტაცია-გასტროენტეროლოგი, იმუნოლოგი, ენდოკრინოლოგი ან ჰემატოლოგი. თუ გლოსიტი მოქმედებს როგორც შინაგანი ორგანოების პათოლოგიის სიმპტომი, მაშინ თერაპია მიმართული იქნება ძირითადი დაავადების აღმოფხვრისკენ.

    მკურნალობა კომპლექსურია. ადგილობრივი მეთოდები მოიცავს:

    • დაზიანებული მიდამოების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარებით;
    • ანთების საწინააღმდეგო მალამოების გამოყენება ჭრილობის სამკურნალო ეფექტით;
    • სხეულის იმუნური ძალების აღდგენის მიზნით ხდება ვიტამინოთერაპია;
    • ძლიერი ტკივილისას ინიშნება ანალგეტიკები;
    • ჩირქოვანი ფორმის დროს რეკომენდებულია ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება.
    მკურნალობის ტიპის შერჩევა ხდება მხოლოდ დაავადების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ.

    გლოსიტის ხშირი გართულებებია აბსცესები, ფლეგმონები და ონკოლოგიური წარმონაქმნები.ასეთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

    პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებულია რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან და შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებების მკურნალობა.


    0
    80
    შეფასება არ არის
    ავტორი:Galya Sarkisian
    Galya Sarkisian
    80
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0