x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115348
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
"მამაკაცს შენთვის სიყვარული აუხსნია?" - რის გამო დატოვა სტუდია გია სურამელაშვილმა
image

გადაცემა "ყვითელ ყუთის" მორიგი სტუმარი იყო მომღერალი გია სურამელაშვილი. ეკა ჩხეიძის მორიგ 1400 ლარიანმა შეკითხვამ: "მაღალ თანამდებობაზე მყოფ მამაკაცს შენთვის სიყვარული აუხსნია?", სურამელაშვილი როგორც ჩანს ძალზე გააღიზინა. პასუხი იყო: "კი ეკა, ზვიადის დროსაც, შევარდნაძის დროსაც, აუცილებელია ესეთი ლაპარაკები აქ?" რის შემდეგაც მან სტუდია დატოვა. შემდეგ როგორც ჩანს დაწყნარდა, ისევ მობრუნდა და საუბარი გააგრძელა:


„ძალიან სერიოზული საჩუქრები იყო, მაგალითად თეთრი როიალი გამომიგზავნეს და უკან გავატანე, არ მივიღე...ამის გარდა მჩუქნიდნენ ბრილიანტებს, მანქანას. არ მინდა ეხლა ვთქვა, მაგრამ იყო ერთი შევარდნაძის დროს, სახლი უნდა ეყიდა და იმ დონეზე ტირანი, საშინელი ადამიანი იყო, რომ აღარ მიყიდა…

დღესდღეობით კვდები და იმედია ჩაძაღლდები. მთელი ცხოვრება მიშლიდა ეკრანზე გამოჩენას… მახსოვს 10 დღის განმავლობაში რაც ტელევიზიები იყო ყველგან წავედი, არსად არ მიმიღეს... ხომ გრჩება ოხრად ყველაფერი, ხომ კვდები და ძაღლდები…შენც იცნობ"(იცინის და ეკა ჩხეიძეს მიმართავს).



მანამდე გია სურამელაშვილმა ისაუბრა მოსკოვში მისი გაძარცვის შესახებ, როგორ გათიშეს ტაქსიში, შემდეგ როგორ დააგდეს მთელი ღამე ტყეში და ბოლოს როგორ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი.


გასაცემა "ყვითელი ყუთი", რომელიც "ფორმულაზე" გადის მსახიობ ეკა ჩხეიძეს მიყავს, "ფარული კონვერტის" ანალოგია, სადაც სტუმარი ფულის სანაცლოდ რესპონდენტისგან სიმართლეს და აქამდე უცნობ ისტორიებს ისმენს.

0
758
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
758
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0