x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
20 ფაქტი ჩინეთის და მისი მოსახლეობის შესახებ, რომლებიც წარმოდგენას შეგიცვლით ამ ქვეყანაზე

ჩინეთი ეგზოტიკური ქვეყანაა ულამაზესი ბუნებით და ძალიან დიდი პოპულაციით. კიდევ რა იცით ამ ქვეყნის შესახებ? წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, რომლებსაც შეუძლიათ წარმოდგენა შეგიცვალოთ მასზე:

1. ჩინეთში ქვეყნის მოსახლეობის 50-მა პროცენტმა წერა-კითხვა არ იცისimage


2. ჩინეთის ჯარში მარშისთვის მზადება სავალდებულოა, მაგრამ ის თუ გინახავთ როგორ ამზადებენ თვითონ ჯარისკაცებს? მაგალითად, მათ საყელოსთან ქინძისთავებს უმაგრებენ თავი სწორად რომ ეჭიროთ.image

3. ორცხობილები წინასწარმეტყველებით საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ის ჩინური არ არის. ამგვარი ორცხობილების დამზადება ამერიკაში დაიწყეს ჩინური რესტორნების პოპულარიზაციისთვის.image

4. მდიდარი ჩინელები ხშირ შემთხვევაში ორეულებს ქირაობენ და ციხეში მათ უშვებენ.image

5. ჩინეთი სან-ფრანცისკოში ჰაერის დაბინძურების 29 პროცენტშია პასუხისმგებელიimage

6. რამდენად ირონიულიც არ უნდა იყოს, მფრინავი ღამურა ჩინეთში წარმატების ნიშნად ითვლებაimage

7. ჩინეთში იმაზე მეტი ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანია, ვიდრე აშშ-შიimage

8. ჩინეთში არსებობს საიტი, სადაც გოგონას დაქირავებაა შესაძლებელი კვირაში 31 დოლარადimage

9. სოციალური ქსელები როგორიცაა Twitter, Facebook, Youtube, Instagram ჩინეთში ოფიციალურადაა აკრძალული, თუმცა ეს აკრძალვა მხოლოდ ფურცელზე მოქმედებს და მოქალაქეებიც თავისუფლად იყენებენ მათ.image

10. ჩინეთი კომუნისტური ქვეყანაა უამრავი უაზრო ცენზურა და აკრძალვაა. მაგალითად, ტელევიზიებში აკრძლულია ვინი პუჰის ჩვენება, რადგან მას სინ ძინ პინს ადარებენ. ცენზურა აქვს უამრავ სიტყვას, მათ შორის თავად “ცენზურა"-საც.image

11. ჩინეთში დაახლოებით 16.6 მილიონი ადამიანი დღეში სულ რაღაც 1 დოლარით ცოცხლობს. ქვეყანა 52-ე ადგილზეა მსოფლიოში ცხოვრების დონით.image

12. იმისათვის, რომ მილიონობით მშენებელი დაასაქმონ და ეკონომიკრი ზრდა არ შეწყვიტონ, ათეულობით ქალაქებს აშენებენ. მათ შორის უმეტესობა ქალაქი-მოჩვენებაა, სადაც არავინ ცხოვრობს.image

13. ჩინეთში რამდენიმე ასეული ბანაკია ინტერნეტზე დამოკიდებული ახალგაზრდებისთვისimage

14. ჩინელ გლეხს კან ვანიანს 1 წელი ციხე მიუსაჯეს იმისათვის, რომ მან უკანასკნელი ინდოკორეული ვეფხვი მოკლა და შეჭამაimage

15. ჩინეთში მოხუც ნათესავებზე ზრუნვას კანონით არეგულირებენ. ჩინელები ვალდებულნი არიან ხშირად მოინახულონ ნათესავები, ხოლო დამსაქმებელი უზრუნველყოფს შვებულების და უქმე დღეებს მათ მოსანახულებლად. მიუხედავად ამისა, ქალაქებში ჩინელების 70%-ზე ადამიანი მეტი შვილებისგან ცალკე ცხოვრობს.

კომუნისტურმა პარტიამ შემოიღო კანონი "ერთი ოჯახი, ერთი შვილი" 1970 -იანი წლების ბოლოს, რათა გამკლავებოდნენ ქვეყნის ჭარბ პოპულაციას. ამ დროისთვის, ამან გამოიწვია 4-2-1 ოჯახის სტრუქტურა: ერთი ბავშვი იძულებულია იზრუნოს დედაზე და მამაზე, ორ ბებიაზე და ორ ბაბუაზე. მ ილიონობით ოჯახმა, რომელმაც ის ერთადერთი მარჩენალი ბავშვი დაკარგა, სიბერეში საყრდენის გარეშე დარჩა. სახელმწიფომ კი მათზე ზრუნვა ისევ მოსახლეობას დაავალა.image

16. კიდევ ერთი პრობლემა ჩინეთში ქალების ნაკლებობაა. ჩინეთის მთლიანი მოსახლეობა 1, 4 მილიარდი ადამიანია, აქედან 34 მილიონით მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალი. ყველაზე დიდი გენდერული სხვაობა შეინიშნება ქორწინების ასაკის ადამიანებში: გაეროს მონაცემებით, 2018 წელს ჩინეთში 15-29 წლის ასაკის 100 ქალზე 280 მამაკაცი იყო, ანუ სქესთა თანაფარდობა იყო 3/1. 2026 წლისთვის 15-დან 19 წლამდე ასაკის თითოეულ ქალზე სამზე მეტი მამაკაცი იქნება და ამ უფსკრულის დასრულებას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება.image

17. ჩინეთში არაა ცენტრალური გათბობა. ცივ ზამთარს მოსახლეობა ელექტროგამათბობელით და თბილი ტანისამოსით უმკლავდება.image

18. ყველაზე დიდი საცობი ჩინეთშია დაფიქსირებული, ის 100 კილომეტრის სიგრძის იყო და 11 დღეს გაგრძელდაimage

19. ჩინეთში ვაჟიშვილების შარდში მოხარშული კვერცხები დელიკატესად ითვლებაimage

20. მხოლოდ ჩინეთის IKEA-შია ნებადართული მაღაზიის სტუმრებისთვის სავარძლეზე და საწოლებზე დაძინება და დასვენება.image


0
294
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0