x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე გამაღიზიანებელი პერსონაჟი ცნობილი ფილმებიდან- კიდევ ვის დაამატებდით?

არსებობს ფილმის ისეთი კატეგორია, რომელიც შეიძლება სიუჟეტით და მსახიობთა შემადგენლობით კარგი იყოს, მაგრამ ერთ პერსონაჟს იმდენად გამაღიზიანებელი მიმიკები ან სცენები ჰქონდეს, რომ ფილმის მეორედ ნახვა აღარც მოგინდეთ, თუმცა, ეს ყველაფერიც ინდივიდუალურია ალბათ:

1. ოსტინ პაუერსი

კომედიური ფილმები ოსტინ პაუერსის შესახებ შეიძლება ითქვას, ბონდიანას ფილმების პაროდია უფროა. მაგრამ, რი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ მისი პერსონაჟი საოცრად გამაღიზიანებელია, იქნება ეს მიმიკებით თუ “გრძელი დალალებით" მკერდზე.image

2. ნიღაბი

მორიდებული ბანკის თანამშრომელი ჯადოსნურ ნიღაბს იკეთებს და უმალვე ძლიერ, მასხარა და საშინლად აუტანელ არსებად იქცევა. მიმიკები, საუბრის მანერა შეიძლება თავიდან სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა მალევე მოგბეზრდებათ და საეჭვოა ფილმი სპეციალურად ნახოთ ინტერნეტში და ჩართოთ.image

3. მაკულატურა

სავარაუდოდ, ფაბიენის პერსონაჟი საყვარელი გოგონა, მხიარული და შარმიანი უნდა ყოფილიყო... თუმცა მისი ხმის ტემბრი ამ ყველაფერს ფარავს.image

4. შიმშილის თამაშები

მაინც და მაინც პიტთან უნდა დარჩენილიყო გაცილებით ძლიერი კიტნისი? პირველ ფილმში თუ უბრალოდ მოუხერხებელი და უსარგებლო პერსონაჟია, მეორეში ტვირთიც ხდება...image

5. მსოფლიო ომები

დაკოდა ფენინგი ძალიან კარგი მსახიობია, აი მისი პერსონაჟი რეიჩელი კი ფილმში ნამდვილად ნერვებს უშლიდა ყველას. ის ხომ თითქმის მთელი დრო მხოლოდ ყვიროდა და ტიროდა.image

6. ინდიანა ჯონსი და ბედისწერის სამარხი

უილი სკოტი. ეს პერსონაჟი ფილმის მესამედ ნაწილში მხოლოდ ყვირის და ოხრავს. ნახევარსაათიანი სრული ვერსია რომ ყოფილიყო, ალბათ თავიც აგტკივდებოდათ. უნდა ითქვას ისიც, რომ უილის პერსონაჟი ფილმში მხოლოდ ნდიანა ჯონსის სასიყვარულო ინტერესისთვის და მსუბუქი კომედიისთვის უნდა ყოფილიყო.image

7. ვარსკვლავური ომები

ბავშვობაში ენაკის სკაიუოკერი უბრალოდ თვითკმაყოფილი იყო, წლების შემდეგ კი საშინლად გამაღიზიანებელი გახდა... დიალოგების უბრალოდ საშინელი ერგო.image

8. ბინდი

ბელა სვონის პერსონაჟი წიგნებშიც არ ბრწყინავს დიდად, თუმცა ფილმებში კრისტენ სტიუარტმა აშკარად კარგად გადმოსცა მისი პიროვნება. მთელი ფილმების განმავლობაში ის უბრალოდ უღიმღამოდ, გაყინული სახით დადის, მის ძალით მიმიკებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.image

9. სექსი დიდ ქალაქში

კერი ბრედშოუ. ხანდახან ეგოისტი, ხანდახან ჰომოფობიური განცხადებებით, მეგობრებს მამაკაცს რომ ამჯობინებს და მუდამ სხვების განსჯითაა დაკავებული... ერთი სიტყვით, საკმაოდ პრობლემური პერსონაჟია.image

10. ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი

და ბოლოს, დოლორეს ამბრიჯი. მუდამ ვარდისფერ პერებში გამოპრანჭული ქალი საშინლად გამაღიზიანებელი წიკვინა ხმით, შეიძლება ითქვას რასისტიც და მუდამ ბოღმით და ბოროტებით აღსავსე.image











0
228
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0