x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
გამოქვეყნდა ბოლდუინის პირველი ფოტო, მას შემდეგ რაც მსახიობის გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი მოკვდა
imageმსახიობ ალეკ ბოლდუინის პირველი ფოტო გამოჩნდა ფილმის "ჟანგის" გადასაღებ მოედანზე მომხდარი ფატალური ინციდენტის შემდეგ. არტისტმა შემთხვევით ესროლა ოპერატორ გალინა ჰაჩინსს და დაჭრა რეჟისორი ჯოელ სოუსი. ფოტო გამოცემა Santa Fe New Mexican-მა გამოაქვეყნა.


სურათზე, ალეკ ბოლდუინი სანტა-ფე-ს ოლქის შერიფის ოფისში დაკითხვის შემდეგ ტელეფონზე საუბრობს. ფოტოს ნახვისას მიხვდებით, რომ მსახიობი მომხდარით საშინლად შეძრწუნებულია.

image

image


ვესტერნის გადაღებების დროს მომხდარი ტრაგედიის შესახებ 22 ოქტომბერს დილით გახდა ცნობილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღი, საიდანაც ბოლდუინი ისროდა, ცარიელი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, მაგრამ ტყვია ან ვაზნა შესაძლოა აფეთქდა და მოხვდა ოპერატორ გალინა ჰაჩინსს და რეჟისორ ჯოელ სოუსის.

image

42 წლის უკრაინელი გალინა ჰაჩინსი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ჯოელ საუსი ცოცხალია, მას დაზიანებული აქვს ყელის ძვალი, მისი მდგომაროება კრიტიკულია.

image

პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, რა მოხდა სინამდვილეში. ბოლდუინი უკვე დაკითხეს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

image

0
207
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0