x
image
alex999
Mediator image
ისტორიაში პირველად - სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურა რეკორდულად დაეცა

მთელ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცხელი მეოთხე ზაფხული ჰქონდა, საბედნიეროდ ამასთან შედარებით კი ანტარქტიდაზე საკმაოდ ცივმა ზამთარმა იჩინა თავი. ამ სასიამოვნო გლობალურმა სიახლემ მოიცვა მთელი მსოფლიო. ვნახოთ დეტალები...


image

ერთ-ერთ კვლევით სადგურზე გაზომვისას დაფიქსირდა, რომ ჰაერი საშუალოდ მინუს 61, 1 გრადუს ცელსიუსს აღწევდა.

image

1957 წლიდან დღემდე ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის აპრილიდან -სექტემბრამდე ტემპერატურა თითქმის არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ტემპერატურამ პირველად 2, 5 გრადუსით იკლო.

ბოლოს ყველაზე ცივი ზამთარი 1976 წელს იყო


image


1976 წელს ტემპერატურა 60, 6 გრადუსამდე დაეცა. ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი (2021 წლამდე). დაახლოებით იგივე მაჩვენებელი ფიქსირდებოდა 1971, 1975, 1978 წლებშიც.

ასეთი ცივი ტემპერატურა გამოწვეულია სტრატოსფეროში არსებული ძლიერი პოლარული მორევით.

image

აშშ-ს ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ემი ბატლერმა შემდეგნაირად ახსნა: „როდესაც რეაქტიული დინება გადავიდა პოლუსებისკენ, პოლარულ სტრატოსფეროში ქარები ჩვეულებრივზე ბევრად ძლიერი გახდა. რამაც გამოიწვია ცივი ჰაერის ანტარქტიდაზე დარჩენა".

ძლიერი პოლარული მორევის ეფექტი ამინდის გაციებით არ სრულდება.

image

მორევი იწვევს სტრატოსფეროში ოზონის შრის რღვევას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მორევს. ოზონის შრის ამ გაფუჭებამ შესაძლოა გააფართოოს არსებული ოზონის ხვრელი ანტარქტიდაზე.

ტემპერატურა სხვადასხვა ადგილზე საშუალოზე დაბალია!

image

ცივ კონტინენტზე არის კონკრეტული ადგილები, სადაც ტემპერატურა საშუალოზე ბევრად უფრო დაბალია. (-90 -98-მდე). თუმცა ეს მხოლოდ კონკრეტული ადგილისთვისაა დამახასიათებელი.

მეცნიერების განცხადებით, ეს რათქმაუნდა სასიამოვნოა ამბავია, თუმცა სიხარულისთვის ჯერ საკმაოდ ადრეა, რადგან დაბალი ტემპერატურა გლობალურ დათბობას ვერ შეაჩერებს.



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



ამ გოგონას ფოტომ ერთ დროს მილიონები გამოიმუშავა - ნახეთ როგორ ცხოვრობს ის დღეს...

image





ნამდვილად არსებობენ? - 11 გამაოგნებელი თეორია უცხოპლანეტელების შესახებ!

image





10 ტიკ-ტოკერი, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ

image





14 სიმართლე ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image





გამოვლინდა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების შვიდეული

image









0
410
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0