x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ანზორ მელია შეიძლება დამსახურებული ექიმია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და მინდა ვკითხო თითოეულ ზუგდიდელს..." - პრემიერი
image


ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს და კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს – რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელი ამ ქალაქში და საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი", – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში სტუმრობისას.

,

ამ დროს, ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი, უწესიერესი კაცი, ბატონი მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ზუგდიდელებს და ზუგდიდს, ამ ქალაქს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მინდა ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს საბოლოოდ ბეჭედი დავუსვათ ნაციონალური მოძრაობის ამ ბოგინს. მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერი არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილის საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე. მინიმუმ 6 წელი იჯდება იგი საპატიმროში და რა თქმა უნდა, ასევე გამორიცხულია და ამაზე სერიოზული კომენტარი არ შეიძლება გავაკეთო, რომ ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინაში, ეს არის სრული აბსურდი და ამაზე მე უკვე გავაკეთე კომენტარი.


.

ასევე მინდა ვთქვა ერთი რამ და მივმართო ზუგდიდელებს. რომ ვინმემ წარმოიდგინოს და დავუშვათ, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ანზორ მელია არის ზუგდიდის მერი. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ წყვეტა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორ შეიძლება, რომ მთავრობას ამ ადამიანთან, ან ამ ძალასთან ჰქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა. ამით ხომ დაიჩაგრება ისევ და ისევ ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა, ზუგდიდელები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ საერთო ეროვნულ დონეზე მოვიგეთ არჩევნები და მივიღეთ 47% და ახლა, ამ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ დიდი უპირატესობით ამ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას”, - განაცხადა პრემიერმა.

,

შეგახსენებთ, მეორე ტურში გადასულმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ანზორ მელიამ, რომელსაც ზუგდიდის მერობა სურს, არ იცის, რამდენი სოფელია მუნიციპალიტეტში და რა მოცულობისაა ქალაქის ბიუჯეტი. „ქრონიკის“ მიერ დასმულ კითხვებს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ვერ უპასუხა.

,

„რამდენი სოფელი შედის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამას გავეცანი. ახლა ერთ კვირაში დავიარე სოფლები და ვიცი ყველას გაჭირვება“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

.

ამასთან, კერობის კანდიდატს არ ახსოვს, რამდენი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. „არ მახსოვს, რამდენი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ზუგდიდის ბიუჯეტი 50 მილიონი დოლარია. აქედან 20 მილიონი იხარჯება მერიის თანამშრომლების ხელფასებსა და რაღაც ოხრობებზე. მაპატიეთ, 50 მილიონი ლარია ბიუჯეტი“, - აღნიშნა მელიამ.

.

0
170
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0