x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერები, რომლებიც ქალებად დაიბადნენ
image


მიუხედავად იმისა, რომ სქესის შეცვლის საკითხი მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ არაერთგვაროვნად აღიქმება, შეუძლებელია იმ ფაქტის უარყოფა რომ ათ წელზე მეტია რაც ადამიანები სქესის შეცვლის ოპერაციას სულ უფრო ხშირად იკეთებენ. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერების შესახებ, რომლებმაც სქესი შეიცვალეს და კაცები გახდნენ.





ბალიან ბუშბაუმი, 41 წლის


imageimage


ჭოკით მხტომელ ბალიანს სქესის შეცვლამდე ივონა ერქვა და ის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. 27 წლის ასაკში ივონამ ტრავმის გამო პროფესიონალური სპორტი მიატოვა და იმავე წელს ოპერაციისთვის მზადება დაიწყო, რაც ჰორმონოთერაპიის კურსის გავლას გულისხმობდა. თავისი ახალი სახელი მან ფილმ "ზეციური სამეფოდან" შეარჩია, სადაც ჯვაროსან ბალიანს ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი თამაშობდა.



ანდრეას კრიგერი, 55 წლის


imageimage


კიდევ ერთი გერმანელი სპორტსმენი, რომელიც 1986 წელს ბირთვის კვრაში ევროპის ჩემპიონი ჰაიდის სახელით გახდა. საკუთარი მიზნის მისაღწევად, ჰაიდი ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში, პირადი ტრენერის ხელმძღვანელობით ანაბოლურ სტეროიდებსა და მამაკაცურ ჰორმონებს იღებდა, სპორტული კარიერის ბოლოს კი, მან სქესის შეცვლის გადაწყვეტილებაც მიიღო. 1997 წელს ოპერაციის შემდეგ, ჰაიდი - ანდრეასი გახდა. დღესდღეობით, ის მეუღლესთან უტე კრაუზესთან ერთად ქალიშვილის აღზრდით არის დაკავებული.





ჩეზ ბონო, 52 წლის

imageimage


ჩესტიტი - მომღერლების შერისა და სონი ბონოს ქალიშვილია. ჩესტიტიმ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მშობლებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში 13 წლისამ განუცხადა და 2010 წელს სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთებაც გადაწყვიტა.




როკო კაიატოს, 44 წლის


image


ტატუირებული ბიჭი, სახელად როკო კაიატოსი "Katastrophe"- ის ფსევდონიმით რეპავს. დასავლეთში ის არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, არამედ საკუთარი წარსულით არის ცნობილი. მართლია, როკო ღიად აღიარებს გენდერული შეცვლის ფაქტს, თუმცა თავის ყველა ოპერაციამდელ ფოტოს საგანგებოდ ინახავს.




ჯეიმი უილსონი, 26 წლის


imageimage


ჯეიმმა ძალიან ადრე გააცნობიერა რომ საკუთარ თავს გოგოდ ვერ აღიქვამდა და რომ შინაგანად ის უფრო ბიჭი იყო. ახლობლები მას სისტემატურად ესაუბრებოდნენ და ცდილობდნენ როგორმე საკუთარი თავის იდენტიფიკაციაში დახმარებოდნენ, მაგრამ ჯეიმი ბოლომდე აცნობიერებდა რომ ის - კაცი იყო, და სხვას ვერაფერს გააწყობდა. 20 წლის ასაკში უილსონმა ჰორმონების მიღება დაიწყო და შემდეგ უკვე ოპერაციაც გაიკეთა. დღესდღეობით, ჯეიმი საყვარელი საქმის კეთებით არის დაკავებული - ის მუსიკოსია. უილსონი აღიარებს, რომ დღე, როდესაც ის რადიკალურად შეიცვალა მის ცხოვრებაში საუკეთესოც იყო და საშინელიც: "მართალია, ოჯახმა ჩემზე უარი თქვა, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ არც ყველაზე მაღალი, არც ყველაზე ძლიერი და არც ყველაზე სიმპათიური... მაგრამ იცით რა? მე საბოლოოდ, საკუთარი თავი გავხდი! და ამით უსაზღვროდ ბედნიერი ვარ".





ეიდიან დაულინგი, 34 წელი


imageimage


2015 წლის ოქტომბერში ოჰაიოს შტატის მკვიდრი ეიდიან დაულინგი ჟურნალ Men's Health– ის სპეცილური ნომრის გარეკანის გმირი გახდა, რომელმაც უკან ათასამდე პრეტენდენტი ჩამოიტოვა. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი მოდელი მამაკაცების ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. ეიდიანი საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის შემქმნელი, ვიდეო ბლოგერი, სამოტივაციო სპიკერი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დამცველი.




ლეით ეშლი, 32 წლის


imageimage


ხუთი წლის ასაკიდან ლეითი საკუთარ სხეულში თავს არაკომფორტულად გრძნობდა, რის გამოც 19 წლის ასაკში უკვე ოპერაციის გაკეთების გადაყვეტილებაც მიიღო. ოპერაციის შემდეგ ეშლიმ საკუთარ სხეულზე მუშაობა სერიოზულად დაიწყო. მუდმივმა ვარჯიშმა და ჰორმონებმა თავისი საქმე გააკეთეს - და ახლა ის უკვე ნავარჯიშევი სიმპათიური ბიჭია. ლეითმა ბედი პოდიუმზეც სცადა, მისი დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შედგა. ლეითი ისეთ ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრომლობდა როგორიცაა - "Versace", "Calvin Klein" და "Barneys" -ი.










0
346
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
346