x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
ათეულობით სტუარდესამ გაიხადა ქალაქი ცენტრში პროტესტის ნიშნად(ვიდეო)
image

ავიაკომპანია Alitalia– ს ყოფილმა ბორტგამცილებელმა პროტესტის ნიშნად რომის ცენტრში გაიხადეს და საცვალების ამარა დარჩნენ.


აქცია მიმართული იყო მასობრივი დათხოვნის წინააღმდეგ, რომელიც მოჰყვა გადამზიდავის გაკოტრება.


ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს, Alitalia-ს 50-მდე ყოფილმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა ორგანიზებულ მდუმარე აქციაში, რომელიც რომის ცენტრში გაიმართა . რიგებად ჩამწკრივებულმა ქალებმა ქალაქის კაპიტოლიუმის მოედანზე და ამავე სახელწოდების ბორცვზე, ჯერ ჩანთები მიწაზე დადეს, შემდეგ კი ერთდროულად გაიხადეს ქურთუკები, უნიფორმა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.


image

მასობრივი დათხოვნის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ბორტგამცილებლები რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად იდგნენ . შემდეგ ჩაალაგეს ნივთები და ერთობლივად შესძახეს: "ჩვენ ვართ Alitalia!"


გავრცელებულია ინფორმაციით, გაკოტრებული Alitalia- ს ადგილი დაიკავა ავიაკომპანია ITA (Italia Trasporto Aereo)-მ, რომელმაც ყოფილი ეროვნული გადამზიდავი Alitalia-ს ათი ათასი თანამშრომლიდან მხოლოდ მესამედი იქირავა.


პროფკავშირის წარმომადგენლები იმასაც აცხადებენ, რომ ITA- ს მიერ აყვანილ დაქირავებულები მნიშვნელოვნად დაბალ ხელფასს იღებენ. ასოციაციის ხელმძღვანელები ასევე მოითხოვენ მთავრობისგან უმუშევრობის შემწეობის ხუთ წლამდე გახანგრძლივებას.

1
970
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
970
  
27 ოქტომბერი, 0:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1