x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დადგინდა დრო,როდესაც ვიკინგები ამერიკას სტუმრობდნენ
image

მკვლევარებმა კანადიდან და ნიდერლანდებიდან აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ჩრდილოეთ ამერიკაში მათი მოგზაურობის თარიღს-ეს არის 1021 წელი.კონტინენტზე პირველი ევროპელების ფეხის დადგმის შესახებ მიძღვნილი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.


ერთადერთი დადასტურებული ადგილი სადაც ვიკინგები ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში არის შუა საუკუნეების დროინდელი დასახლება ლანსო მედოუზი (L'Anse aux Meadows) ნიუფაუნდლენდის ჩრდილოეთით, სადაც 1960 წელს მოხდა გათხრები. თუმცა, ამ დასახლების ზუსტი ასაკი დადგენილი არ იყო -რადიონახშირბადის გავრცელებამ მოიცვა მთელი ვიკინგების ხანა. გრონინგენის უნივერსიტეტისა და ნიუფაუნდლენდის მემორიალური უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეარჩიეს სამი ხის ნაჭერი, რომლებიც დაკავშირებულია ვიკინგების კუნძულზე ყოფნასთან, რაც ლითონის პირების გამოყენების კვალით დასტურდება, რადგან მაშინ აბორიგენი მოსახლეობა არ იყენებდა მას. მეცნიერებმა შეძლეს 83 წლიური რგოლის იდენტიფიცირება და ჩაატარეს 127 რადიონახშირბადის დათარიღება.


მზეზე ძლიერი აფეთქება 992 და 993 წლების მიჯნაზე დაეხმარა მკვლევარებს დაედგინათ ზუსტი ასაკი.



"რადიონახშირბადის (იზოტოპ ნახშირბადი- 14 ) შემცველობის მკვეთრი მატება, რომელიც მოხდა ახ.წ.-ით 992 და 993 წლებს შორის, აღმოაჩინეს მთელს მსოფლიოს ხის რგოლებში", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, გრონინგენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მაიკლ დი.- ხის თითოეულ ფრაგმენტში, ეს ნიშანი კიდედან 29 წლიური რგოლით იყო დაშორებული. ამის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კუნძულზე მცხოვრები ვიკინგების მიერ ხის მოჭრა მოხდა 1021 წელს - ზუსტად ათასი წლის წინ.

0
181
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0