x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სამურაების ქვეყანაში დალევა ძალიან უყვართ, თუმცა ფეხები ღალატობთ და ხშირად ქუჩაშივე ინელებენ სასმელს

image წლების წინ ზუგდიდისან მესტიაში მიმავალმა შუა ხნის იაპონელი ტურისტების წყვილი დავიმგზავრე, ასე თუ ისე "სხლავდნენ" ინგლისურად.
მესტიაში ჩამოვიდნენ, მეც მესტიაში დავრჩი და მეორე დღეს შემთხვევით ვნახე ერთერთი სასტუმროს წინ სვანები როგორ "მიასვენებდნენ" იაპონელ მამაკაცს, რომელსაც იმდენი დაელია ანწლის არაყი ფეხზე ვერ დგებოდა და იაპონურად რაღაცას ლუღლუღებდა.
რაზე მოვყევი ახლა ეს?-მაღალგანვითარებული ქვეყნის სტატუსის მქონე, ამომავალი მზის და სამურაების სამშობლოს სადღეისოდ ყველაზე ასაკოვანი ადამიანების სიჭარბე აქვს და ეს მაშინ როცა იაპონელები დალევის მოყვარულები არიან, თან ისე ხშირად მთვრალები ქუჩაში წვებიან და ისე ინელებენ სასმელს გამოძინებით.
ეს როგორც ჩანს იაპონიაში არავის უკვირს რადგან ასეთ ადამიანებს გვერდს უვლიან ქუჩაში მიმავალი იაპონელები.
ბრიტანელი ფოტოგრაფი ლი ჩეპმენი მანჩესტერიდან, რომელმაც დააარსა " Tokyo Times"-ი, 1998 წელს ტოკიოში ჩავიდა"ერთი-ორი" წლით, თუმცა იქ დარჩა საცხოვრებლად.
ფოტოგრაფის პროფესიულმა კამერამ დააფისქირა პროფესიონალი ფოტოგრაფის თვალით დანახული უცნაურობა-ქუჩაში გაწოლილი მთვრალი იაპონელები. მისი სურათები საზოგადოებას აცნობს იაპონელების ყოველდღიური ცხოვრების იმ ნაწილს, რომელსაც სხვა ქვეყნების საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობს.
მართალია მსოფლიოს ქვეყნებიდან თითქმის ყველაზე ნაკლებია კრიმინალის დონე იაპონიაში, მაგრამ დროსტარება და ქეიფი მათაც უყვართ. თუმცა კულტურის მაღალი დონის გამო სიმთვრალეში ქართველების ნაწილივით დანის და იარაღის ტრიალს არ იწყებენ და მთვრალები მანქანებით არ დაშლიგინებენ.
გავლენ რესტორნიდან თუ კაფეებიდან მთვრალები და სადაც კი მოუსწრებთ სიმთვრალე იქვე ჯდებიან ან წვებიან და იძინებენ.
ეს უკვე არავის უკვირს იაპონიაში და არავინ ცდილობს მთვრალი ფეხზე დააყენოს ან ქუჩაში ძილის გამო გაკიცხოს.
ისე არ გაიგოთ თითქოს იაპონელები ყოველდღე ასე თვრებიანმ არა. იაპონელები ასე მხოლოდ გამოსასვლელ ანუ არასამუშაო დღეს სვამენ.
გთავაზობთ ლი ჩეპმენის მიერ ტოკიოში გადაღებული სურათების კოლაჟს.
image imageimageimageimageimageimageimageimageimageimage











0
263
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
263