x
image
რუსუდან ნადირაშვილი
"ახლა, ერთი ტრუპიც აწყობთ!.. მიშა, ნამეტანი ამძიმებს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას ნაცსასტავი" - ხათუნა ხოფერია
image

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


"მიშა, ნამეტანი ამძიმებს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას ნაცსასტავი. ჰო და, რამეს ხომ არ გიპირებენ? მაგათ, ახლა, ერთი ტრუპიც აწყობთ!..", - წერს საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია.


ხათუნა ხოფერიამ "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ლიზა იასკომ ნახა, რომ ის მოლოდინები, რაც სააკაშვილს ჰქონდა, არ განხორციელდა.



"ლიზა იასკოს აქვს აქციების მოწყობის დიდი გამოცდილება, მან თვალნათლივ ნახა, რომ ის მოლოდინები, რაც სააკაშვილს ჰქონდა, რომ უამრავი, ზღვა ხალხი გამოვიდოდა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარი დაიწყებოდა - არ განხორციელდა", - აღნიშნა ხოფერიამ.


მან ასევე მიხეილ სააკაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ყოფილ პრეზიდენტს ჰგონია.


"მინდა მიშას ვუთხრა, - ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია! ვიღაცები ეცდებიან რაღაც გააკეთონ, მაგრამ ეს (რევოლუციური) პროცესი ვერ აგორდება. მელიამ 30-მდე უნდა შეძლოს იმის დაფიქსირება, რომ მიშა მისი პარტიული ლიდერია და ის აკეთებს ყველაფერს, რომ მიშა გამოიყვანოს, მელია ხმებს ვერ მიიღებს, რადგან ხმები რეალურად არის სააკაშვილის, აქ არსებობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კი არა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და როგორ აპირებს მელია ამ სიტუაციიდან გამოსვლას, ჩემთვის რთული განსასაზღვრია", - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბერიდან შიმშილობს.


ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექიმები სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას იძლევიან.



0
494
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0