x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352801
  • სურათი:489319
"არცერთი თავმოყვარე ქალი გამარჯობასაც არ უნდა გეუბნებოდეს" - მარიამ კუკუნაშვილი დავით კოდუას

image


სუროგაციის ცენტრ "ნიუ ლაიფის" ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი მოდელისა და ტელეწამყვანის ალექსანდრა პაიჭაძის მიერ ქავერ ფოტოდ დაყენებულ "ორაზროვან" ფოტოს სოციალურ სქელში ეხმაურება და მას ასეთი საქციელის გამო აკრიტიკებს. კუკუნაშვილის თქმით, ქალები ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ, სიყვარულს არ უნდა უნგრევდნენ და მახინჯი ხარ და სარკეში ჩაიხედეო, არ უნდა ეუბნებოდნენ.


"დიდი ბოდიში ალექსანდრასთან, კარგის მეტი არაფერი მინდა არცერთი ქალისთვის, მაგრამ ეს რომ არ დავწერო არ შემიძლია. ქალები ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ, სიყვარულს არ უნდა უნგრევდნენ, ქალების მოტყუებას და ძალადობას არ უნდა ახალისებდნენ. მახინჯი ხარ და სარკეში ჩაიხედეო, არ უნდა ეუბნებოდნენ…


კოდუა შენ კი პიტალო @ლე ხარ. ქალი რომ შენს წარსულს პატივს არ სცემს და მაიმუნთან აიგივებს, მაიმუნთან ცხოვრობდიო, ბრმა იყავიო. გეუბნება, შენი შვილების დედა მაიმუნია, რომელსაც თითქმის ყოველდღე, სთორიში თუ ისე, ამ ფოტოებს ვუძღვნი, რათა შენმა შვილებმაც დაინახონ, რომ მათი დედა მაიმუნია მამა კი ისეთი პიტალო @ლე, რომელიც მარტო უნდა წეწო, პარსო და წეწო, წეწო და პარსოვო..


შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ? გულისამრევი ხარ შენ კოდუა… გულისამრევი მოძალადე ბაბულიკა @ლე. და არცერთი თავმოყვარე ქალი გამარჯობასაც არ უნდა გეუბნებოდეს არაფრის ფასად!" - წერს კლინიკების ქსელ "ნიუ ლაიფის" დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი და მოდელისა და ტელეწამყვანის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს აზიარებს.


imageimageimage


შეგახსენებთ, რომ მოდელმა და ინფლუენსერმა ალექსანდრა პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ, შეყვარებული გამოაჩინა და კითხვას თუ ვინ არის მისი მომავალი შვილის მამა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი უპასუხა – Mr. and Mrs KoDua – წერს ალექსანდრა.

image


როგორც გაირკვა, ალექსანდრა პაიჭაძე ბიზნესმენ დავით კოდუაზეა
შეყვარებული. ცნობისთვის, დავით კოდუაზე საქმე იყო აღძრული და მას მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას ედავებოდნენ.


image







0
1386
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1386