x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სალმა ჰაიეკმა მილიარდერისგან გაჩენილი ქალიშვილი საჯაროდ პირველად გამოაჩინა
image

14 წლის ვალენტინა არის პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე.


ლოს-ანჯელესში კიდევ ერთი გახმაურებული პრემიერა შედგა: Dolby Theatre-ში წარმოადგინეს ახალი ფილმი "მარადისობა", რომელიც Marvel-ის კომიქსებზეა დაფუძნებული. ფანტასტიკურ ფილმში მთავარი როლები შეასრულეს ანჯელინა ჯოლიმ, ჯემა ჩანმა, რიჩარდ მედენმა და სალმა ჰაიეკმა.


55 წლის სალმა ხალიჩაზე გამოჩნდა თავის 14 წლის ქალიშვილ ვალენტინასთან ერთად, რომელიც მას შეეძინა ფრანგი მილიარდერის, ფრანსუა-ანრი პინოსგან.



წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავი გამოჩნდა წელში გამოყვანილი შავი ეფექტური უსახელო კოფთათი და ქვედაბოლოთი. რა თქმა უნდა, Gucci–ის ფირმის ეპიკირებით მათი ახალი კოლექციიდან - ეს მოდის სახლი ეკუთვნის პინოს ოჯახს. სალმას მთლიან იმიჯს ავსებდა მოოქროვილი სანდლები და ძვირფასი ყელსაბამი, რომელიც ბრწყინავდა მის ღრმა დეკოლტეზე.

image

ვალენტინას პრემიერაზე გამოჩენა სასიამოვნო სიურპრიზი იყო მსახიობის თაყვანისმცემლებისთვის. ბოლოს ჰაიეკმა ქალიშვილი საჯაროდ წლების წინ გამოაჩინა, როდესაც ის ძალზე პატარა იყო.ახლა ვალენტინა გაიზარდა და გალამაზდა და იქცა მომხიბვლელ გოგოდ. მსახიობის მეუღლე არ იყო პრემიერაზე. სალმა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ლონდონში ცხოვრობს და ალბათ საქმეებმა არ მისცა საშუალება ბიზნესმენს გაემგზზავრებულიყო შეერთებულ შტატებში, რათა მეუღლესთვის მხარი დაეჭირა მის პრემიერაზე.

image

ფრანსუა-ანრი პინომ და სალმა ჰაიეკმა ერთმანეთი გაიცნეს 2006 წელს, 2007 წელს სალმას შეეძინა ქალიშვილი ვალენტინა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ. აღმოჩნდა, რომ ამავე დროს, პინოს ჰქონდა ხანმოკლე ურთიერთობა სუპერმოდელ ლინდა ევანგელისტასთან. მოდელმა მისგან შვილი გააჩინა. 2009 წელს სალმა და ფრანსუა-ანრი კვლავ შერიგდნენ და დაქორწინდნენ. მდიდრული ქორწილი შედგა ვენეციაში.

image

ბედნიერებისკენ მიმავალი გზა არ იყო ადვილი მსახიობისთვის: სალმა, რომელიც მაშინ 41 წლის იყო, ძალიან რთული ორსულობა ჰქონდა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ ექიმები ჰაიეკს რამდენიმე თვის განმავლობაში უმტკიცებდნენ, რომ მის შვილს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. საბედნიეროდ, ექიმები ცდებოდნენ და ვალენტინა ჭკვიანი და ჯანმრთელი გოგონა გაიზარდა.

0
651
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0