x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5 ყველაზე უცნაური ავიაკატასტროფა,რომელიც არ უნდა მომხდარიყო
image

35 წლის წინ, 1986 წლის 20 ოქტომბერს კუიბიშევის აეროპორტში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ავიაკატასტროფა, რომელიც წესით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო.ამ და კიდევ 4 მსგავსი უცნაური ავიაკატასტროფას, რომელიც ელემენეტარულმა დაუდევრობამ გამოწვია, ქვემოთ წარმოდგენილ სტატიაში გაეცნობით.



1)Ту-134 -ის ავიაკატასტროფა კუიბიშევთან -1986 წლის 20 ოქტომბერს ავიაკომპანია Аэрофлот-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს კოლცოვო-გროზნოს, დიდი სიჩქარით და ტანგაჟით დაეშვა კურუმპჩის(კუიბიშევი) აეროპორტზე, შედეგად თვითმფრინავს შასები მოტყდა, 300 მეტრი ინერციით იხოხა, გადაიხარა მარჯვენა მხარეს, ამოტრიალდა და შემდეგ ცეცხლი წაეკიდა.90 მგზავრიდან გადარჩა მხოლოდ 24.

image


კომისიის დასკვნა შოკისმომგვრელი იყო:ხომალდის მეთაური ალექსანდრე კლუევი ეკიპაჟის წევრებს დაენიძლავა, რომ თვითმფრინავს ავტოპილოტის დახმარების გარეშე, მხოლოდ თვითმფრინავის პანელის მაჩვენებლებით ბრმად დასვამდა.

ხომალადის მეთაური მხოლოდ ბოლო წამს მიხვდა, რომ ძალიან ჩქარა ეშვებოდნენ და ფარდის გადახსნა ითხოვა, თუმცა გვიან იყო, ბილიკზე შასების დარტყმის ძალა 4, 8 g. იყო.


კატასტროფის შემდეგ 24 გადარჩენილი მგზავრიდან ერთ-ერთი ხომალდის მეთაური, ალექსანდრე კლუევი გახლდათ.მას 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


image

რაც შეეხება მეორე პილოტს, იგი ეხმარებოდა გადარჩენილ მგზავრებს ცეცლწაკიდებული თვითმფრინავიდან გამოძრომაში.თუმცა თვითონ საავადმყოფოში გადაყვანის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.



ეკიპაჟის წევრებმა ფარდები ჩამოაფარეს საქარე მინას და გვერდითა ფანჯრებს და ისე დაეშვნენ აეროპორტზე, აღსანიშნავია, რომ მეორე პილოტმა დაშვების წინ გადაწია ფარდა და გაიხედა გვერდითა ფანჯრიდან, მიხვდა, რომ საქმე ცუდად მიდიოდა, თუმცა არც შეეცადა ეთქვა ხომალდის მეთაურისთვის, რომ მეორე წრეზე წასულიყვნენ.



2)-Boeing 757 კატასტროფა ლიმას მახლობლად-1 ოქტომბერს გვიან ღამე AeroPerú- ხომალდი Boeing 757-23A ასრულებდა რეისს მაიამი-კიტო-ლიმა-სანტიაგო.აფრენიდან 29 წუთში ლაინერი წყნარ ოკეანეში ჩავარდა.დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი-სულ 70 ადამიანი.


image


აფრენიდან სულ რაღაც 1 წუთში თვითმფრინავის ბორტკომპიუტერი "გაგიჟდა" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ერთდროეულად ჩაირთო ყველა გამაფრთხილებელი ინდიკატორი.ერთი აფრთხილებდა, რომ სიჩქარე დაბალია, მეორე პირიქით მაღალია, ერთი აფრთხილებდა, რომ საჭიროა სიმაღლის აკრეფა, მეორე პირიქით, დაბლა დაშვებას.



ამუშავდა სიგნალიზაცია შტურვალის კუთხის გადახრა(RUDDER RATIO ALARM) შემდეგ ჩაირთო წინასწარი განგაშის სიგნალი(CAUTION ALARM) ცოტა ხანში განგაში-ALERT ALARM.



პილოტები სულ მთლად დაიბნენ მაშინ როდესაც სპიდომეტრი აჩვენებდა სიჩქარეს 731 კმ/სთ-ში, ხოლო ამ დროს ბორტკომპიუტერი აფრთხილებდა დაბალ სიჩქარეს და ჩამოვარდნის საფრთხეს(STALL WARNING ALARM).



პილოტებს ღამის გამო არ შეეძლოთ ვიზუალურად გაეკონტროლებინათ სიმაღლე, სიმაღლის მზომი უკანასკნელი 45 წამი აფრთხილებდა პილოტებს მიწასთან სახიფათო სიახლოვის შესახება(TOO LOW TERRAIN)(სამწუხაროდ ეს გაფრთხილება ნამდვილი იყო) თუმცა პარალელურად აჩვენებდა, რომ ლაინერი 3000 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.საბოლოოდ Boeing 757 ოკეანეში ჩავარდა.


image


კომისიის დასკვნა:თვითმფრინავის გარეცხვის დროს მექანიკოსმა სენსორული მაჩვენებელს, ე.წ. პიტოს მილს(რომელიც განსაზღვრავს თვითმფრინავის სიმაღლეს, სიჩქარეს და ა.შ)ვერცხლისფერი საიზოლაციო ლენტი გადააკრა, თუმცა სამუშაოს დასრულების შემდეგ დავაიწყდა ლენტის მოხსნა, წესით ლენტი ინსტრუქციის მიხედვით ნარინჯისფერი უნდა იყოს, რომ გაფრენის წინ შემოწმების დროს ადვილად შესამჩნევი გახდეს.


image


სენსორზე დაფარებულმა სკოტჩმა გამოიწვია ბორტკომპიუტერზე არასწორი მონაცემების გადაცემა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.


3)Boeing 737 კატასტროფა ათენის მახლობლად-2005 წლის 14 აგვისტოს ავიაკომპანია Helios Airways თვითმფრინავი ასრულებდა რეისს ლარნაკა-ათენი-პრაღა, ბორტზე იმყოფებოდა 121 ადამიანი(115 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი) აფრენიდან 15 წუთში პილოტები დისპეტჩერთან კავშირზე აღარ გადიოდნენ, მრავალმხრივი მოთხოვნის მიუხედავად, თუმცა თვითმფრინავი განაგრძობდა უმაღლეს ეშელონზე ფრენას.


image


შესაძლო ტერაქტის განხორციელების საშიშროების გამო ლაინერს გამოეკიდა საბერძნეთის შეიარაღებული ძალების ორი F-16, ისინი მიუახლოვდნენ თვითმფრინავს, შეიხედეს ილუმინატორებში და შოკისმომგვრელი ინფორმაცია გადმოსცეს დიპეტჩერებს.ბორტზე ჩემოშვებული იყო ჟანგბადის ნიღბები და ყველა მგზავრს ეძინა, მათ შორის პილოტებსაც, მხოლოდ ერთი მგზავრი შენიშნა F-16 -ის პილოტმა, რომელიც ჟანგბადის ნიღბით გაჭირვებით გადაადგილდებოდა, მან ხელიც დაუქნია სამხედრო მფრინავს.



თვითმფრინავ-მოჩვენებას საბოლოოდ საწვავი გაუთავდა და დასახლება გრამატიკოსთან, ათენიდან 40 კილომეტრში მთას შეასკდა.ყველა დაიღუპა.


imageimage


კომისიის დასკვნა:აეროპორტზე დგომის დროს ინჟინრებმა გადაწყვიტეს თვითმფრინავის ჰერმეტულობა შეემოწმებინათ, ამიტომ ჰერმეტულობის დაცვის ტუმბლერი გამორთეს, თუმცა შემოწმების დამთავრების შემდეგ ტუმბლერის ღილაკის გადართვა ისევ auto-ზე დაავიწყდათ.


image


ამას დაერთო მფრინავების არაკვალიფიციურობაც, კომპიუტერმა აფრენისთანავე გააფრთხილა პილოტები, რომ ჰერმეტიზაციის ტუმბლერი გამორთულია, თუმცა მათ იგნორირება გაუკეთეს ამ გაფრთხილებას, ეგონათ, რომ გარბენის დროს არასკამარისი სიჩქარის გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო, ამის შესახებ დიპეტჩერს გადასცეს, მან მოიწვია ინჟინერი, სამწუხაროდ ისიც ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, საბოლოოდ ეგონათ, რომ ბორტკომპიუტერმა აურია და დაასკვნეს:კონდიციონერის სისტემაა დაზიანებული...ტრაგედია ამის შემდეგ გარდაუვალი იყო.



სიმაღლის აკრეფასთან ერთად დაიწყო ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის უკმარისობა.....სალონში სავარძლებთან ავტომატურად ჩამოცვივდა ჟანგბადის ნიღბები...დაახლოებით 5 წუთში კი კაბინაში პილოტები გაითიშნენ...



4) A310-ის ავიაკატასტროფა მეჟდურეჩინსკთან-1994 წლის 22 მარტს გვიან ღამით «Аэрофлот»-ის აირბუსი A310-308 ასრულებდა რეისს მოსკოვი-ჰონგკონგი.ბორტზე იმყოფებოდა 75 ადამიანი(63 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი).4, 5 საათის ფრენის შემდეგ ხომალდი მოულოდნელად რადარებიდან გაქრა.იგი ციმბირში მეჟდურეჩინსკთან დაენარცხა მიწას.ყველა დაიღუპა.



image


კომისიის დასკვნა:საქმის შეწავლის შემდეგ გამოვლინდა შოკისმომგვრელი ფაქტი.ამ რეისით მგზავრობდნენ ხომალდის მეთაურის, იაროსლავ კუდრინსკის შვილები, 13 წლის ქალიშვილი იანა და 15 წლის ვაჟი ელდარი.



ხომალდი მეთაურმა შვილები შეიყვანა კაბინაში, რითაც იგნორირება გაუკეთა არ ამარტო ეკიპაჟის სხვა წევრების აზრს, არამედ დაარღვია წესდებაც.ჯერ იანა დასვა შტურვალთან, თუმცა მანამდე მეათაურმა ბორტკომპიუტერს ოდნავ კურსის შეცვლა სთხოვა, თვითმფრინავი ოდნავ გადაიხარა და მოუხვია, რითაც 13 წლია იანა გაახარა, შემდეგ კი ხომალდი ისევ ძველ კურსს დაუბრუნდა"ხომ ხედავ თვითმფრინავი დაგემორჩილაო", -უთხრა ქალიშვილს, თუმცა იანა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი თვითმფრინავის კომპიუტერმა შეასრულა.



ახლა კი ელდარის ჯერი დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მამამ გააფრთხილა შტურვალისთის ხელი არ ეხლო, ელდარი მაინც ატრიალებდა საჭეს.



შტურვალის 30 წამი წვალების შემდეგ A310 -სი ავტოპილოტი ითიშება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პილოტები გადაამზადეს სპეციალურად ახალი უცხოური საჰაერო ხომალდებისთვის, თუმცა ეს ტექნიკური თვისება რუსი პილოტებისთვის უცნობი იყო.ეკიპაჟის 4 წევრიდან ისიც ვერავინ შეამჩნია, რომ გაფრთხილება "ავტოპილოტი გამორთულია" ჩაირთო.თვითმფრინავმა ნელნელა გადახრა დაიწყო, ამ დროსაც ვერავინ შეამჩნია, რომ ლაინერი ცალ მხარეს იხრებოდა...პირველი ისევ 15 წლის ელდარმა შეამჩნია და დასვა კითხვა:"შეხედეთ ეკრანზე ჰორიზონტის მაჩვენებელი იხრება" ....სანამ პილოტები გაერკვეოდნენ რაშია საქმე და აღმოაჩენდნენ, რომ ავტოპილოტი გამორთულია, თვითმფრივავი უკვე მაქსიმუმს, ყველაზე სახიფათო გადახრის წერტილს მიუახლოვდა, - 45 გრადუსს.


imageimage


თუმცა ამ დროს ძლიერი გადახრის გამო ეკიპაჟის წევრებმა დროზე ვეღარ შეძლეს სავარძელზე თავიანთი ადგილების დაკავება.საბოლოოდ თვითმფრინავი 90 გრადუსით გადაიხარა და შტოპორით მიწისკენ გაექანა, თუმცა ამ მძიმე სიტუაციაში მეორე პილოტმა შეძლო მცირე ხნით თვითმფრინავის გასწორება, კაპიტანმა ამ მომენტით დრო იხელთა და თავის ადგილი დაიკავა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მათ ვერ შეძლეს დროულად ორიენტირება, - განესაზღვრათ სიმაღლე, თვითმფრინავი ხის კენწეროებს წამოედო და შემდეგ ჩამოვარდა.


5)ATR 72 -ის კატასტროფა პალერმოს მახლობლად-ავიაკომპანია Tuninter-ის თვითმფრინავი ATR 72 2005 წლის 6 აგვისტოს ასრულებდა რეისს ბარი -ჯერბა, ხმელთაშუა ზღვის თავზე თვითმფრინავს მოულოდნელად გაეთიშა ერთი ძრავა, ცოტა ხანში გაითიშა მეორეც.პილოტი იძულებული გახდა წყალზე დაშვებულიყო, შედეგად წყალზე დაცემის დროს ლაინერი ორად გაიხლიჩა, 39 მგზავრიდან დაიღუპა 16(მათ შორის ორი ეკიპაჟის წევრი).



image


კომისიამ კატასტროფის შემდეგ დაადგინა შოკისმომგვრელი ფაქტი:თვითმფრინავში არ იყო საკმარისი საწვავი.



image


როგორც გაირკვა ლაინერს გაფუჭებული ჰქონდა საწვავის მაჩვენებელი, ტექნიკოსმა გამოცვალა, მაგრამ დააყენა ATR 72 -ის მაგივრად ATR 42-ის საწვავმზომი, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, თუმცა ATR 42-ის ავზის მოცულობა განსხვავებული იყო.



image



საწვავის მაჩვენებელი აჩვენებდა, რომ თვითმფრინავში 2700 კილოგრამი საწვავი იყო, თუმცა რეალურად ავზში მხოლოდ 940 კილოგრამი იყო.


image


ამას დაემატა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა.ინსტრუქციის თანახმად პილოტმა უნდა მოითხოვოს ქვითარი საწვავის შევსების შესახებ, გაფრენის წინ პილოტმა აღმოაჩინა, რომ ქვითარი არ იყო, იგი დაუკავშირდა დისპეტჩერს, მაგრამ დისპეტჩერმაც ვერ იპოვა ქვითარი.ხომალდის კაპიტანმა დაარღვია ინსტრუქცია და ქვითრის გარეშე გაფრინდა, ენდო მხოლოდ საწვავმზომს, რომელიც არასწორად აჩვენებდა...

0
328
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0