პოეზია არა მარტო "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი"....სტალინის 5 საუკეთესო ლექსი 2021, 19 ოქტომბერი, 18:20 სოსო ჯუღაშვილის ლექსებით გატაცება ძირითადად 1895 -1896 წლების პერიოდს მოიცავს.როგორც ცნობილია სტალინის პირველი ლექსი "დილა"( "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი)"სოსელოს" ფსევდონიმით გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა 1895 წელს, რომლის რედაქტორიც ილია ჭავჭავაძე იყო.თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ აღმოჩენილია სტალინის გვიანდელი ლექსიც, რომელიც დათარიღებულია 1949 წლით, რომლის სახელია "მორჩილი (მარადიულზე ვისაუბროთ)" და იმედები მიღორძინდება როდესაც ბადრად მნათობი მთვარე ცის კამარაზედ გადაცურდება და მისი შუქი, გაბრწყინვებული, ლურჯ ჰორიზონტზედ შეთამაშდება; ჰაერში ნაზად გაიწკრიალებს, როს სალამურის სულის კვეთება მთისა მწვერვალზედ შეისრიალებს; კვლავ გზას გააპობს, გადიჩხრიალებს და ტყე, ნიავით გაღვიძებული შეიშმუშნება, გაიშრიალებს; კვლავ ეღირსება თვის ჩაგრულ მხარეს და როს სნეული, შუქს მოკლებული, კვლავ დაინახავს მზესა და მთვარეს, თავიდან მწყდება, მყისვე მშორდება და იმედები კეთილდღეობის უბედურს გულში მიღორძინდება! სული მიხარის, მშვიდად ძგერს გული: ნუთუ წრფელია იმედი ესე, ჩემდა იმა დროს მოვლინებული?!
შხამით აღსავსე ფიალა ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი, კარის-კარ დაწრიალებდა; ხელთ ეპყრა მუხის ფანდური, ხმა ტკბილად აწკრიალებდა; მის საოცნებო ჰანგებში; ვითარცა სხივი მზიური, ისმოდა თვითონ სიმართლე და სიყვარული ციური, ბევრს აუძგერა იმა ხმამ გული, ქვად გადაქცეული; ბევრს გაუნათლა გონება, ბნელ-უკუნეთად ქცეული. მაგრამ, დიდების მაგიერ, სად ჩანგმა გაიწკრიალა, განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა შხამით აღვსილი ფიალა... და უთხრეს: "შესვი, წყეულო, ეგ არის შენი ხვედრიო! შენი არ გვინდა სიმართლე, არც ეგ ციური ხმებიო!“ ილია ჭავჭავაძეს კურთხეულ იყოს შენი სამშობლო დედის ძუძუჲ დიდჭირნახული, რომელიც არის შენი ტაძარი რასაც შესწირე სამსხვერპლოდ გული. კურთხეულ იყოს ის დედა ენა, რომელიც გიყვარს ერთგულსა შვილსა რომლითაც ნანა აკვანს გსმენია ალერსს გაგონებს დედისას ტკბილსა! სანამ დასავლით მზე არ ამოვა და მისი სხივი არ გაშავდება, მანამ ქართველი კაცის გულშიაც შენი სახელი უკვდავ იქნება. მამა-შვილობით ნება გვიბოძე ლოცვა შევვედროთ ჩვენ ღმრთისმშობელსა, რომ შენისთანა ბევრი გვაღირსოს და შენ გაცოცხლოს მრავალსა წელსა. მოხუცი ნინიკა მოხუცდა ჩვენი ნინიკა, გაუცვდა მკლავი გმირისა. . რარიგ გატეხა ტიალმა ჭაღარამ ღონე რკინისა! ჰაე, დედასა!.. მრავალჯერ "აფთარა!” - ნამგლის ტრიალით მკერდ-ღია ყანის ბოლოში წამს გავრდნილი გრიალით, ხელაურების გორები გვერდით-გვერდ აუყენია და ხვითქით მორთულ სახეზე ალმური გადასდენია... ახლა კი მუხლებს ვეღარ ძრავს, სიბერით მოკვეთილებსა, წევს, ან ოცნებობს, ან წარსულს უამბობს შვილი-შვილებსა... ხან-და-ხან ახლო ყანებში ყურს მოჰკრავს ხოლმე მღერასა და გული, ჯერეთ მაგარი, უწყებს სიამით ძგერასა: წამოიწევა ცახცახით, ყავარჯენს დაებჯინება და, რა გაჰხედავს ბიჭებსა, შვებით-ღა გაეღიმება... მორჩილი (მარადიულზე ვისაუბროთ) მარადიულზე ვისაუბროთ, მოდი, მართლაცდა: ეს უდაოა, ბევრ რამეში ვარ დამნაშავე! მაგრამ ვიღაცა ბედისწერას ჩემსას მართავდა, ის მზერა მდევდა ყოვლისმჭვრეტი, ვგძნობდი ამას მე. არ მასვენებდა, არ მაძინებდა იგი არასდროს, ჩემში ცოცხლობდა, თან მაღლიდან მმართავდა ფიცით, მე, როგორც მონა სამყაროთა განწყობის, ამ დროს ფოლადის ნებით მივუძღოდი ქვეყანას, ვიცი. ვინ იყო ჩემი იდუმალი ზე მბრძანებელი, რისი თქმა სურდა ჩემი მართვით, ვერას ვადგენდი, მე, როგორც, მონა, მოსამართლე, შემსრულებელი - ამ ღატაკ ქვეყნის ყველაფერსაც წარმოვადგენდი. და სინამდვილე იყო ისე მიუწვდომელი, საიდან მქონდა ძალა, ნება, ძალაუფლება, მანქანის ბორბალს ჰგავდა სული ჩემი, რომელიც თელავდა ვნებებს მილიონთა, ჰქონდა უფლება. და მხოლოდ შემდეგ, გაზაფხულზე 45-ის, მან ჩამჩურჩულა ეს სიტყვები იდუმალ არსის: „შენ ჯარისკაცი, თან მორჩილი იყავი ჩემი, და დასვენებაც შენი, უკვე, შორს აღარ არის“. სტალინი 1949 წელი 1842 6-ს მოსწონს
|