x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეპოქალური მიკრო ავტომობილი BMW-სგან
image

ალბათ ბევრს ჰგონია, რომ ბავარიული ავტომრეწველობა მხოლოდ სწრაფ, მძლავრ კოროსვერებს ამზადებდა, რა თქმა უნდა BMW-ს ისტორია არანაკლებ საინტერესო და ექპერიმენტულ მოდელებს ინახავს.ეს არის სრულიად განსხვავებული ავტომობილები, მაგრამ მათ აქვთ ერთი საერთო: დატოვეს ძლიერი კვალი არა მხოლოდ მწარმოებლის, არამედ მთლიანად საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში. ზოგი გახდა მსოფლიო ჰიტი, ზოგმა ვერ მიაღწია წარმატებას, მაგრამ დარჩა ფანატთა გულებში და გადაიქცა კოლექციურ იშვიათობად, ზოგმა კი გადაარჩინა კომპანია გაკოტრებას.


დღეს გაგაცნობთ სწორედ ერთ-ერთ მათგანს, ფრიად უცნაურ მოდელს, მინიკარს, რომელიც ისტორიას შემორჩა BMW -"Isetta"-სახელით.

image


გასაგები მიზეზების გამო, ომის შემდგომ გერმანული ავტომწარმოებლებს არც ისე კარგად ჰქონდათ საქმე და BMW-ეც ეძებდა გზებს, როგორმე შეენარჩუნებინა ნიშა ავტობაზარზე. რადგან ძვირადღირებულ მანქანებს დიდი მოთხოვნა არ იყო, 1954 წელს, ჟენევის ავტოგამოფენაზე, კომპანიის ხსნა შვეიცარიელმა დილერმა დაინახა იტალიურ Iso Isetta– ში და ბავარიელებმაც შეიძინეს ლიცენზია მისი წარმოებისთვის, თუმცა მანამდე დიდხანს იფიქრეს, რადგან სფეროს ფორმის "გადახურული მოტოციკლი" ცალი კარით ნამდვილად არ შეეფერებოდა BMW- ს რეპუტაციას.

image


Isetta-ს პრემიერა BMW ბრენდის სახელით შედგა 1955 წლის 5 მარტს. 250 კუბს მოცულობის ძრავა გამოიმუშავებდა 12 ცხენის ძალას და მისი მართვა შეეძლო მძღოლს მოტოციკლის მართვის მოწმობით.

image

შემდეგ ძრავა გააძლიერეს 300 "კუბამდე", დაამატეს კიდევ ერთი "ცხენის ძალა".

100 კილომეტრზე 3.5 ლიტრის მოხმარებამ ეს მოდელი ჰიტად აქცია: 1955-1962 წლებში 161, 728 ასლი გაიყიდა. გერმანიის გარდა, ავტომობილი წარმატებით იყიდებოდა დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთში, არგენტინაში და შეერთებულ შატატებში.ავტომობილის ფასი თავად გერმანიაში 2650 დან 2710 მარკამდე იყო( ვერსიის მიხედვით)



ეს იყო სასაცილო პატარა მანქანა, რომელიც დაეხმარა BMW -ს ავტოკონცერნს ფინანურად წელში გამართულიყო და საქმეები გაუმჯობესებინა.

image

2016 წელს, შვეიცარიელმა მეწარმემ ვიმ უბოტერმა Micro Mobility Systems– დან ჟენევის საავტომობილო შოუში წარმოადგინა ახალი კონცეფციის მქონე ელექტროკარი სახელწოდებით Microlino, რომელიც დაფუძნებულია Isetta– ს კორპუსის ორიგინალურ დიზაინზე, მანქანის წარმოება იტალიაში უნდა დაწყებულიყო 2017 წლის ბოლოსთვის, მაგრამ გადაიდო 2018 წლის ბოლომდე. 2018 წლის სექტემბერში კომპანიამ გამოაცხადა, რომ მას ჰქონდა წინასწარი შეკვეთა 8000 ავტომობილზე, რომელთა ღირებულება 12 000 ევრო იქნება.

image

0
190
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0