x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოყვება თუ არა ირანსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების გამწვავება და ამით რეგიონში სიტუაციის დაძაბვა ირანულ სამხედრო სწავლებას

image ირანის თავდაცვის ძალებმა აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს გადაისროლა შეიარაღებული დანაყოფები და ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთვნები რასაც ოფიციალური ბაქოს შეშფოთება მოჰყვა.
ირანის ოფიციალური პირების განცხადებით ირანსა და აზერბაიჯანს შორის კარგი ურთიერთიერთობაა და ამ ურთიერთობას არაფერი ემუქრება, მაგრამ ამასთან ერთად თეირანი ვერ მოითმენს მის გვერდით "სიონისტების" ყოფნას.
მოგეხსენებათ აზერბაიჯანს სამხედრო წარმოების მოდერნიზებაში ეხმარება ისრაელი და ეს გამოჩნდა მთიანი ყარაბაღისათვის გამართულ ბრძოლებში როცა ებრაული საბრძოლო დრონების გამოყენება მოხდა აზერბაიჯანის მიერ.
თავის მხრივ ირანი არ მიესალმებოდა ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის შეტევას საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად.
სამხედრო სწავლებისათვის ირანმა ისეთი ტექნიკაც გამოაჩინა, რასაც აქამდე გულდაგულ მალავს, ერთერთი მათგანია ამერიკული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის "САУ M109A1"-ზე აგებული 155მმ-იანი " Hoveyzeh".
ასევე გამოჩნდა ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოების ტანკი "Karrar"-ი.
ირანმა ასევე პირველად გამოიყვანა რუსული წარმოების რადიოელექტრონული დაზვერვისა და ჩახშობის კომპლექსი "Р-330Ж «Житель", რომელსაც კადრში 4 ანტენიდან 2 აქვს გააქტიურებული.
image

ირანმა სამხედრო სწავლების დაწყებაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ დაიწყო რაც აზერბაიჯანულმა მხარემ თავის საზღვართან გააჩერა და გაჩხრიკა ირანული ტრაილერები რომლებსაც ირანის განცხადებით ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა სტეპანაკერტში.
ირანის სამხედრო სწავლებები მკაცრად გააკრიტიკა ოფიციალურმა ბაქომ, არც ოფიციალური ანკარა დარჩა განზე.
იმედია ომი ფსიქოლოგიური ზეწოლიდან რეალურ საბრძოლო მოქმედებებში არ გადაიზრდება, რადგან ამას რეგიონში სერიოზულად მოყვება ვითარების დაძაბვა.
აზერბაიჯანს ომის შემთხვევაში თურქეთი დაუდგება გვერდით და არც ისრაელი გადგება განზე, რაც ამიერკავკასიაში ახალი და არასასურველი "ცეცხლოვანი კერის" გაჩენით გაგრძელდება.
იმედია მხარეები დიალოგის გზას არჩევენ კომფრონტაციას.

0
125
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
125