x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გინესის ყველაზე უცნაური რეკორდი

image


ამ რეკორდის გამეორება ნამდვილად არავის მოუნდება... 2001 ავტომობილი, რომელიც, დაახლოებით, 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, მეთიუ მაჩინაითს დაეჯახა, რომელიც პროფესიით მედიკოსი არის და ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ავარიაში მოყოლილის დასახმარებლად გაჩერდა. მაგრამ, ავარიის შედეგად დაზარალებული თავადვე გახდა... როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, თან ისე, რომ მან, ინერციით, 36 მეტრი იფრინა, რაც საფეხბურთო სტადიონის სიგრძის, თითქმის, ნახევარს შეადგენს!

საბედნიეროდ, მეთიუ გადარჩა. ხოლო, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა, დახმარების აღმოსაჩენად მოვიდა და საფრთხემ ჩაიარა, მედიკოსებმა მას გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, რეკორდის დასაფიქსირებლად, განაცხადის გაგზავნა ურჩიეს. მაგრამ მეთიუმ, ეს ხუმრობად ჩათვალა და იდეა უარყო. თუმცა, სასწრაფოს ექიმიმზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის «გადაფრენის» ფაქტმა, რომ თავად გაგზავნა განაცხადი, 2003 წლის რეკორდების წიგნისთვის. იქ ხსენებული ფაქტი შეამოწმეს და მისი ნამდვილობა დაადასტურეს. მაგრამ, ის 2008 წლამდე უყურადღებოდ დარჩა... და იმ წელს, მეთიუს რეკორდი, როგორც იქნა, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანეს.


image


imageimageimageimage



0
421
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0