x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვინც მაგ საკენკს აკენკავს, იმან მოგცეთ ხმა!!!" - ირინე გოგოსაშვილი "ქართულ ოცნებას"

image


ჟურნალისტი, ირინე გოგოსაშვილი პრემიერ - მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ვეტერანებისთვის 22 ლარიანი დახმარების 5 - ჯერ გაზრდის დაპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნოდ გადმოგდებულ "წყალობად" აფასებს.


"წინასაარჩევნოდ გადმოგდებული, "წყალობა, ” ხუთჯერ ვზრდით ვეტერანების 22 ლარიან დახმარებასო! ჰო, სულ თქვენი ჯიბეებიდან ზრდით, რააა? ჩემ ხმას მაინც ვერ ეღირსებით და ვინც მაგ საკენკს აკენკავს, იმან მოგცეთ ხმა!!!"- წერს ირინე გოგოსაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ვეტერანებისთვის იანვრიდან დანამატის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება ღარიბაშვილმა 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღეს გააკეთა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.


"ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არამხოლოდ ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე. ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.



0
284
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
284