x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ზაურ ნაჭყებია: "ამ წუთებში ფრიად უცნაური, თან საგანგაშო ინფორმაცია წავიკითხე.."

image
"ამ წუთებში ფრიად უცნაური, თან საგანგაშო ინფორმაცია წავიკითხე: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იუწყება, რომ საპატრიარქოს და ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ, მორიგი ავანტიურა იგეგმება. მისი ინფორმაციით, დღეს კონსტანტინოპოლში, მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად, სინოდის ერთ-ერთი წევრის ინიციატივითა და დაფინანსებით, თეოლოგები: გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან, შეხვედრის თემა არ გაინტერესებთ?

ემისრებმა უნდა სთხოვონ მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოსს-გააკეთოს საჯარო განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან განთავისუფლების თაობაზე. ასევე, მსოფლიო პატრიარქმა თურმე უნდა მოუწოდოს საქართველოს ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ „ნაციონალურ მოძრაობას“ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში.

არ ვიცი, ეს რამდენად სწორია, მაგრამ, თუ სინამდვილეს შეესაბამება, უკვე იმაზე ცუდააა საქმე, ვიდრე, აქამდე გვეგონა. ჯერ ერთი, ვინ ეკითხება მსოფლიო პატრიარქს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება -არგანთავისუფლებას ციხიდან, მეორეც, რა მისი საქმეა, საქართველოს შიდა საქმეებში ხელების ფათური, მესამეც, არ ვიცი, ვინ არის ის სინოდის წევრი, რომელმაც ეს ავანტიურა ჩაიფიქრა, მაგრამ, სინოდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ის მათ რიგებში არ იყოს!

ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ უნდა დასახელდეს-თუ მეუფე პეტრეზეა საუბარი, არ გამიკვირდება! ევრო-ამერიკის ომახიანი ხმა რატომღაც არ ისმის და ეტყობა, ახლა ეკლესიას მიადგნენ! ღმერთო, დაგვიფარე!!! " - წერს საინფორმაციო სააგენტო "ივერიონი"-ს მთავარი რედაქტორი.

0
518
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0