x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
12 სამწუხარო ფაქტი დუბაის შესახებ, რაზეც არ საუბრობენ

image
დუბაი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და შთამბეჭდავი ქალაქია, ყველაზე მაღალი ცათამბრჯენებით, მტაცებელი შინაური ცხოველებით და ბევრი ოქროთი, მედალს ორი მხარე აქვს, ამიტომ, გიამბობთ დუბაის ბნელ მხარეებზეც.

1. მუშები დღეში 14 საათს მუშაობენ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე

დუბაი ვითარდება და შენდება წარმოუდგენელი, სწრაფი ტემპით. თუმცა, მშენებლობა მოითხოვს შრომას, არა? ეს ადამიანები მუშაობენ უკიდურესად რთულ პირობებში, დღეში 14 საათი საშინელ სიცხეში (ზაფხულში ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 48 გრადუსს). ასეთ სიცხეში ტურისტები გარეთ მხოლოდ 5 წუთს თუ გაჩერდებიან, მაგრამ მუშა ხელი არავის აინტერესებს. ბუნებრივია, ეს იწვევს უამრავ ფატალურ უბედურ შემთხვევას, მაგრამ დუბაის ბრწყინვალება ამასაც მალავს.image

2. ქუჩაში კოცნის გამო ციხეში სვამენ

ინტერნეტში ნანახმა ფოტოსურათებმა შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ ქალაქი ლიბერალური და ტოლერანტულია. მაგრამ მუსულმანებს ყველაფერი ძალიან მკაცრი აქვთ, ქუჩაში საჯაროდ კოცნა კი არა, ხელის ჩაკიდებაც აკრძალულია, ეს კანონი ეხებათ ტურისტებსაც. ისინი იხდიან ჯარიმას, ან მეტიც, ციხეში მიდიან.image

3. ტრეფიკინგი და სექს-მუშაკები

პროსტიტუცია რა თქმა უნდა ყველგან იკრძალება კანონით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსხვილი ბიზნესები ხელს არ უწყობენ. მსოფლიოს უძველესი პროფესია დუბაიში ყვავის, 30 000 -ზე მეტი მეძავი თავის მომსახურებას კლიენტებს სთავაზობს 500 დოლარად საათში. ასევე, ხშირია ტრეფიკინგის შემთხვევებიც, “თეთრი მონობა", რაზეც პოლიცია უბრალოდ თვალს ხუჭავს.image

4. წყლის მარაგის უაზრო ხარჯვა

დუბაი მდებარეობს უდაბნოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ იციან სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. რა თქმა უნდა, სანამ ფული იზრდება ხეებზე, ეს საკითხები მარტივად წყდება. გოლფის უზარმაზარი მოედნებიც, რომლბიც მრავლადაა ქალაქში, ყოველდღიურდ ირწყვება დიდი რაოდენობის წყლით.image

5. ნავთობის გამოლევის შემდეგ, დუბაის საქმე ცუდად იქნება

არც ისე ძნელია სამოთხის აშენება შუა უდაბნოში, თუ ბევრი შავი ოქრო გაქვს. ზოგადად მთელი ახლო აღმოსავლეთი მასზეა დამოკდიებული. თუმცა, 20 წელიწადსი ნავთობის რაოდენობა შემცირდება, მასზე ფასი აიწევს და შესაბამისად, ბევრისთვის ხელმისაწვდომიც აღარ იქნება, დუბაის საპნის ბუშტიც გასკდება.image

6. რასიზმი

ჩვენ ვცხოვრობთ 21 -ე საუკუნეში, როდესაც ხალხი რასიზმს ნორმად აღარ თვლის. თუმცა, კაცობრიობა მზადაა გამონაკლისი დაუშვას. მაგალითად, არავის აინტერესებს, რომ რასიზმი დუბაიში მამოძრავებელი ძალაა. ამ ქალაქში, ველური წესები გამოიყენება და ადამიანი ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგია მისი პასპორტი. მაგალითად, ამერიკელებსა და ევროპელებს ანაზღაურება ორჯერ სამჯერ მეტი აქვთ იგივე სამუშაოსთვის, ვიდრე მესამე სამყაროს ქვეყნების მცხოვრებლებს. ანუ, ადამიანებს უხდიან არა ცოდნისა და უნარების, არამედ ეროვნების საფუძველზე.image

7. შრომითი მონობა

დუბაი გარედან მშვენიერი ხარ, თუმცა მის სიღრმეში აღმოჩენისას ჯოჯოხეთში ხვდები, სადაც იქ ჩასულ ადამიანებს ლამის მონომაში ამუშავებენ, პაკისტანელები, ინდოელები, ჩინელები და სხვა ქვეყნის მაცხოვრებლები დუბაიში სამუშაოდ ჩადიან, მათ ართმევენ პასპორტებს, დამოკიდებულნი ხდებიან დამსაქმებელზე, იღებენ გაცილებით ნაკლებ შემოსავალს და ფაქტობრივად მონები ხდებიან უცხო ყვეყანაში.image

8. არანაირი ზრუნვა გარემოზე

გაუთავებელი ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტები იწვევს უზარმაზარ რაოდენობას ჩამდინარე წყლების და ქიმიური ნარჩენების წარმოქმნას, ნარჩენებს კი ზღვაში ყრიან. როგორ რეაგირებს სახელმწიფო ამაზე? არანაირად. ეს თემა ტაბუდადებულია, ხოლო ვინც მაინც გაბედავს ლაპარაკს, ქვეყნიდან აძევებენ.image

9. სწრაფი მანქანა= სწრაფი სიკვდილი

დუბაიში ყველა შეჩვეულია ქუჩასი თანამედროვე, უახლესი მანქანების რბოლას. სიმართლე კი ისაა, რომ მძღოლების უმეტესობა კარგი მანერებით არ გამოირჩევა, არ იცავენ საგზაო წესებს და საფრთხეში აგდებენ ყველას, ამგვარად, ფატალური შედეგებიც არაა იშვიათი.image

10. ყველაფერი ხელოვნურია

ბევრი, ვინც დუბაიში ცხოვრობდა და მუშაობდა, ამბობს, რომ იქ ყველაფერი ყალბია - ხელოვნური ხეებიდან დაწყებული, ყალბი ღიმილით დამთავრებული. მდიდრებმა ააშენეს დუბაი, როგორც ერთგვარი ხელოვნური ადგილი, სადაც ხალხი მთელი მსოფლიოდან იგრძნობს თავს მეფედ. სამწუხაროდ, ისინი, ვინც იქ დარჩნენ მიხვდნენ, რომ მთელი ეს ფუფუნება მხოლოდ ხალხში ყალბი (თუმცა სასიამოვნო) ემოციების გამოწვევისა და მათგან მთელი ფულის ამოღების მიზნით იყო. დუბაი რომ ადამიანი ყოფილიყო, მას ათასი პლასტიკური ოპერაცია და რკინის გული ექნებოდა.
image

11. ყველაფერი მკაცრია მათთვის, ვისაც ფული არ აქვს

დიახ, დუბაი სავსეა გლამურული წვეულებებით, მდიდრული მანქანებით და ძალიან მდიდარი ადამიანებით. თუმცა, ასევე ბევრი უბედური ადამიანი ცხოვრობს იქ და არავინ ზრუნავს მათზე. ბევრი ჩავიდა დუბაიში უკეთესი ცხოვრების იმედით, მაგრამ კანონები მკაცრია მათთვის, ვისაც საკმარისი ფული არ აქვს. მაგალითად, თუკი ვლს ან ჯარიმას დროულად არ გადაიხდით, ციხეში აღმოჩნდებით. იგივე ეხება ტრანსნაციონალური კორპორაციების თანამშრომლებს. თუ კომპანია განიცდის რაიმე პრობლემას ბიზნესთან, მაშინ მის თანამშრომლებსაც აქვთ პრობლემები - მათ საცხოვრებელი სახლები ართმევენ, ხოლო თვითონ ციხეში სვამენ.
image

12. ველური ცხოველები არც ისეთი ველურიები არიან

დუბაიში მდიდრებს იმდენი ფული აქვთ, რომ არც იციან რაში დახარჯონ. ამიტომ, რატომ არ უნდა იყოლიონ ეგზოტიკური მტაცებელი ცხოველები შინაურ ცხოველებად? კარგად გამოიყურებიან, რა მნიშნელობა აქვს, რომ ქვის ტყეში იტანჯებიან?image







0
499
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0