x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პაკისტანში მამაკაცმა ორი ქალიშვილი და შვილიშვილები მოკლა ე.წ. "ოჯახის ღირსების" დაცვის მოტივით

image

პოლიცია ეძებს პაკისტანელ მამაკაცს, რომელიც ეჭვმიტანილია ორი ქალიშვილის, სიძის და ოთხი შვილიშვილის მკვლელობაში.



მანზურ ჰუსეინმა სახლს ცეცხლი წაუკიდა მას შემდეგ, როდესაც მისი ქალიშვილი უნებართვოდ გათხოვდა, რაც ოჯახის ღირსების წაბილწვად ჩათვალა.წერს გამოცემა Pakistan today.



დები, 19 წლის ფაუზია ბიბი და 35 წლის ხურშიდ მაი ცხოვრობდნენ ცენტრალურ პაკისტანში, მუზაფარგარჰის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. ხანძრისგან შვიდივე დაიღუპა- ორივე ქალიშვილი, ოთხი შვილიშვილი და ხურშიდ მაის ქმარი.


image

ადგილობრივი ჩინოვნიკის განცხადებით, ფაუზია 18 თვის წინ დაქორწინდა მეჰბუბ აჰმადზე მამის ნების საწინააღმდეგოდ.


"ეს იყო ინციდენტი ქორწინება "სიყვარულით" და არა ქორწინება "შეთანხმებით", როგორც ეს 19 წლის ფაუზიას მამას სურდა" - განაცხადა პოლიციელმა აბდულ მაჯიდმა.

image

მამაზე, მანზუ ჰუსეინზე, რომელიც მეზობელ სოფელში ცხოვრობდა ძებნაა გამოცხადებული. სამართალდამცავებმა შვიდი ადამიანის სასიკვდილოდ დაწვის ბრალდებით საქმე აღძრეს ორ ეჭვმიტანილზე. მეორე ეჭვიტანილია ჰუსეინის ძმა.


ფაუზია ბიბის ქმარმა, აჰმადმა პოლიციას განუცხადა, რომ ხანძრის დროს ის სახლში არ იყო; სამსახურიდან დილით დაბრუნებულმა ნახა, რომ სახლი იწვოდა.

"მულთანში ვიყავი საქმეზე. როდესაც დავბრუნდი და ჩემს სახლს მივუახლოვდი დავინახე, რომ ცეცხლი ეკიდა" - აღნიშნა მან. მისი სიმამრი და ცოლიძმა უკმაყოფილო იყვნენ ქორწინებით და ის დარწმუნებულია, რომ ხანძარი მათი ნახელავია.


დანაშაულის ადგილზე შემჩნეული იყო ორი მამაკაცი, - მანზურ ჰუსეინი და საბირ ჰუსეინი, რომლებიც გარბოდნენ.

image

აჰმადის თქმით, ხანძარმა იმსხვერპლა მისი ოთხი თვის ვაჟი და ცოლი, ცოლისდა სამ შვილთან ერთად- ორი, ექვსი და 13 წლის და ქვისლი.


დაწყებულია გამოძიება, პოლიციას აინტერესებს, რატომ ვერ შეძლეს ქალებმა და ბავშვებმა ხანძრის გაჩენის შემდეგ სახლის დატოვება.ადგილზე ნაპოვნია ცარიელი ბენზინიანი ბოთლი.


პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის მონაცემებით, პაკისტანში ასობით ქალს კლავენ, თუ ის ნათესავების და ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე გათხოვდება.


(შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია)

0
240
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0