x
მეტი
  • 28.11.2021
  • სტატია:115210
  • ვიდეო:352757
  • სურათი:489176
"სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა" - მეთიუ ბრაიზა

imageაშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის "აბსოლუტური უბედურებაა".

"რაც შეეხება სააკაშვლის დაპატიმრებას, ეს საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა. წინა არჩევნებზე საქართველოს გარეთ, ამერიკაშიც და ევროპაშიც, ხალხი თანხმდებოდა, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლიტიკური პოლარიზაცია და კრიზისი დაემთავრებინა, მთავრობამ ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. ვშიშობ, რომ ქართული პოლიტიკა კიდევ ერთხელ ძალიან, ძალიან ღრმა კრიზისშია", - განაცხადა ბრაიზამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

მეთიუ ბრაიზას თქმით, ექსპრეზიდენტის დაპატიმრება საქართველოს იმიჯისთვის "საშინელებაა".

"ვფიქრობ, საქართველოს იმიჯისთვის ეს საშინელებაა. ამას ვამბობდი ცოტა ადრე. საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი, ამ შემთხვევაში, მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ლიდერი. ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ვაშინგტონში ხედავენ. ნებისმიერი ლიდერი, რომელიც მის პოლიტიკურ ოპონენტს აპატიმრებს, ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული", - თქვა მან. ["ამერიკის ხმის" თარგამნი]

ინტერვიუში ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ იცოდა, რომ სააკაშვილის დაკავებას საზღვარგარეთ კრიტიკა მოჰყვებოდა და ეს გააზრებული არჩევანი იყო.

ბრაიზას შეფასებით, ის რაც დღეს ხდება, დემოკრატიული პროგრესიდან მკვეთრი გადახვევაა. მისივე თქმით, თუ საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც პატიმრობას მოითხოვს, მაშინ მათ მას სამართლიანი სასამართლო პროცესის შესაძლებლობა უნდა მისცენ.

მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. ექსპრეზიდენტი მე-19 დღეა შიმშილობს.

0
276
2-ს მოსწონს
ავტორი:ევა გუმაშვილი
ევა გუმაშვილი
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0