x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116265
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490134
5 ცნობილი ადამიანი, რომელიც ყველასგან შეუმჩნევლად ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა
image


ცხოვრებში ყველა ჩვენგანს აქვს კონკრეტული მოწოდება. სწორედ მის საფუძველზე ვირჩევთ პროფესიას, სამუშაოს თუ შვილებს, თუმცა ისტორია იცნობს არაერთ ადამიანს, რომელმაც თავისი ნამდვილი სახე და პროფესია ოსტატურად შენიღბა და ამის შესახებ თავის უახლოეს გარემოცვასაც კი დაუმალა. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ცნობილი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე როლის მორგება შეძლეს და გარკვეული პერიოდი ორმაგი ცხოვრებითაც იცხოვრეს.





1. მატა ჰარი - მოცეკვავე და ჯაშუში


image


საბედისწერო ლამაზმანმა და იმ პერიოდის ცნობილმა ეროტიკული ცეკვების შემსრულებელმა მატა ჰარიმ ყველა თვალსა და ხელს შუა გააცურა. მას შეეძლო თავისი ერთი მზერითა და ეგზოტიკური ცეკვით ნებისმიერი მამაკაცი დაეტყვევებინა. ასე ახერხებდა გერმანული დაზვერვის მიერ დაქირავებული ჯაშუში მე – 20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკების ნდობის მოპოვებას. საბოლოოდ, ფრანგულმა დაზვერვამ ის ჯაშუშობაში ამხილა და 1917 წლის 13 თებერვალს ჯერ დააპატიმრა, იმავე წლის 15 ოქტომბერს კი, ვენსენის სამხედრო პოლიგონზე, ის 50 ათასი ფრანგი ჯარისკაცის სიკვდილისთვის დახვრიტა.





2. ქირურგი ჯეიმს ბერი, იგივე მარგარეტ ენ ბალკლი


image


ცნობილი სამხედრო ექიმი და ქირურგი, ჯეიმს ბერი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მსახურობდა, არც მეტი, არც ნაკლები ქალი აღმოჩნდა. მისი ნამდვილი სახელი მარგარეტ ენ ბალკლია, რომელმაც ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლისას პროფესორებისა და კოლეგების "გაცურება" წარმატებით შეძლო, და ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ინგლისელი ქალი, რომელიც პირველი ქალი - ექიმი გახდა.






3. ვინ დიზელი - მსახიობი და აზარტული მოთამაშე


image


ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი და მრბოლელი ყოველდღიურ ცხოვრებაში აზარტული თამაშების დიდი მოტრფიალე გახლავთ. ის სამაგიდო როლური თამაშის - "Dungeons & Dragons"- ის მგზნებარე გულშემატკივარია. მეტიც, ერთხელ, მისი დაბადების დღის ტორტი ზემოხსენებული თამაშის მოტივებითაც კი გააფორმეს. "ფორსაჟის" ვარსკვლავი "Dungeons & Dragons" -ს უკვე 20 წელია თამაშობს.




4. სტივ ჰარვი - ურთიერთობის ექსპერტი, და 3 განქორწინება


image


მამაკაცს, რომელსაც ანარიშზე სამი განქორწინება აქვს, ქორწინების შენარჩუნების შესახებ წიგნებს ერთმანეთის მიყოლებით წერს. სტივ ჰარვის ურთიერთობების ექსპერტის სტატუსიც კი მიენიჭა, რომელმაც თავისი წიგნების მეშვეობთ არაერთი ქორწინების გადარჩენა შეძლო, თუმცა აი, თავის თავს კი, ვერაფერი უშველა.



5. კოკო შანელი - დიზაინერი და ნაცისტების საიდუმლო აგენტი


image

ისტორიაში ერთ - ერთ ყველაზე მდიდარ, გავლენიან და ელეგანტურ ქალად აღიარებული კოკო შანელი ძალიან იდუმალი პიროვნება გახლდათ. არქივებში მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ის ნაცისტების საიდუმლო აგენტი იყო, რომელთა დამარცხების შემდეგაც, მას საფრანგეთის დატოვება თავაზიანად მოსთხოვეს.







0
505
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
505