x
მეტი
  • 27.11.2021
  • სტატია:115197
  • ვიდეო:352754
  • სურათი:489159
"ენმ ისევ რევანშისთვის ემზადება, ვერ დავუშვებთ" - "იმედი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

image

ტელეკომპანია "იმედის" განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის წინ ისინი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" რევანშისთვის ემზადება. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ამას არ დაუშვებენ და ყოველდღე, გვიან ღამემდე დაუთმობენ საეთერო დროს "ადამიანებს, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა".

"2 კვირაში გადამწყვეტი მეორე ტურია. ნაციონალური მოძრაობა ისევ რევანშისთვის ემზადება, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მოიგოს მერის არჩევნები, სადაც რევოლუციური შტაბისა და დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდება. [...]

ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა ხალხისთვის და მედიისთვის და ვერ დავუშვებთ მის რევანშს. "იმედი", როგორც ამ ბრძოლის სიმბოლო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. [...]

მიგვაჩნია, რომ სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოები და სახეები არ უნდა ფიქრობდნენ ძალაუფლების დაბრუნებაზე, არამედ ისინი უნდა იხდიდნენ სასჯელს დანაშაულებისთვის სასამართლო განაჩენის შესაბამისად", - წერია "იმედის" საგანგებო განცხადებაში.

მათივე თქმით, ტელეკომპანიის სპეციალურ ეთერში ადამიანები ისაუბრებენ "უმძიმეს რეჟიმზე, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო".

"ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.

ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის იმედის სპეციალურ ეთერში. ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო", - ვკითხულობთ განცხადებაში.

0
88
3-ს მოსწონს
ავტორი:ევა გუმაშვილი
ევა გუმაშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0