x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ერო@იკული მიხვრა-მოხვრაც არ მახსოვს, სალამი კი, ღვთისაა, მაგ სალამის ღირსადაც არ უნდა გამეხადეთ" - გამსახურდია სარიშვილს

image


საქართველოს პირველ პრეზიდენტის ვაჟ, გიორგი გამსახურდიასა და ირინა სარიშვილს შორის სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ყოფილ პარლამენტარს, პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე საგანგებო პოსტით "ტვიტერზე" პასუხობს და საკუთარ შეცდომად აღიარებს ამ წლების განმავლობაში მას სალმის ღირსად რომ ხდიდა.



"სარიშვილს უბოდიალია რაღაცეები ფბ-ზე, ა. ჯორბენაძე ჩემი უახლოესი მეგობარია, ისევე როგორც მისი შვილები ჩემი ბავშვობის მეგობრები. მეორეც ვერტმფრენი არა, იაკ 42 იყო. მესამე, შევარდნაძის არა, ვიყავი და ვარ სიცოცხლის ბოლომდე. გადახვევა და ეროტიკული მიხვრა მოხვრაც არ მახსოვს, სალამი კი, ღვთისაა



ჩემი შეცდომა კი მდებარეობს იმაში, რომ მაგ სალამის ღირსად და ნორმალური ურთიერთობის ღირსადაც არ უნდა გამეხადეთ არასდროს, თქვენი მოდგმის ხალხი, აწი გამოვასწორებ. მანანას ვექილად ვერ გამოვდგები, მაგრამ მსგავსი რამე არავის დაუბრალებია, ნუ, მე არ გამიგია ყოველი შემთხვევისთვის.



ისე აქვე დავსძენდი, გ.ჭანტურიას რაც თქვენ უქენით, იმის შედეგები მოიმკა მანაც და მისმა პარტიამაც. ალბათ ეგეც იგორმა დაგიკვეთათ თავის დროზე. ისე, ერთ კარგ საქმეს აკეთებთ, რაშიც მინდა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მხოლოდ ეგ თუ გაგაკეთილშობილებთ თქვენი ბიოგრაფიის ფონზე"- წერს გიორგი გამსახურდია.



შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ირინა სარიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის "ტვიტერზე" მიხეილ სააკაშვილისადმი მიძღვნილ ირონიულ პოსტს სოციალურ ქსელში საპასუხო პოსტით გამოეხმაურა, რასაც გამსახურდიას გაღიზიანება მოჰყვა.


"გიორგი გამსახურდია - " სააკაშვილი ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ ბუბას, დევის, სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა, ჟორიკა რურუა და ირინა სარიშვილი ჰყავს გმირებად".


გიორგი, სულ პატარაობიდან გიცნობ. ეროვნულ მოძრაობაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ არ გვქონია შეხება, თუ არ ჩავთვლით იმას რომ პერიოდულად შენ სულ პატარას დედაშენი გარეკინებდა ჩემთან და გიასთან და ისეთებს გალაპარაკებდა ტელეფონში, თავადაც რომ არ გესმოდა მნიშვნელობა. ამიტომ შენზე ვერც ვბრაზობდი. მერე, ბევრი წლის მერე, გახსოვს სად შევხვდით ერთმანეთს? სამთავრობო ვერტმფრენში – მე შევარდნაძის მთავრობის წევრი ვიყავი, შენ შევარდნაძის მილიციის თანამშრომელი. მოხვედი და გადამეხვიე. ავთოც იქ იყო ჯორბენაძე. მაშინ აღარ იყავი პატარა.


არც ეხლა ხარ პატარა ამ სიტყვებს რომ წერ და არ გრცხვენია, გიორგი? ❤" - დაწერა ირინა სარიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ყველაფერი კი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაიწყო, სადაც მან თავი ზვიად გამსახურდიას შეადარა და ამით მისი ვაჟის გულისწყრომა გამოიწვია.


"ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევის და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვავდა. ასევე ჟორიკა ჰყავდა და ჰყავს გმირად, ირინა სარიშვილთან ერთად. ეს არის ფარსი მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა, " – დაწერა გიორგი გამსახურდიამ "ტვიტერზე".








0
1663
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1663