x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
საბურთალოზე წუხელ მოკლულ ქალთან დაკავშირებით, ბათუმის ვიცე-მერის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
image

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, ჩხრეკა მიმდინარეობს. ბერიძის სახლში სამართალდამცავების შესვლა სავარაუდოდ, თბილისში, საბურთალოზე მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე წუხელ მოკლული ქალი 25 წლის ანასტასია შატალოვაა.

მოკლული ქალი ბათუმის ვიცე-მერს ბავშვის წართმევაში ადანაშაულებდა. არსებობს შარშანდელი "სხვა ნანუკას" სატელევიზიო ჩანაწერი, სადაც ანასტასია შატალოვა საუბარობს იმაზე, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაართვა და მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.


როგორც ახლაგაზრდა ქალი ჰყვებოდა, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს შემაკავებული ორდერი გამოუწერეს - საქმე ეხება დავას, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსანსა და მისი მცირეწლოვანი შვილის დედას შორის შარშან დაიწყო.


ანასტასია შატალოვა რუსეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და აქ გაიცნო ბათუმის ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე, რომელმაც მოკლული ქალის თქმით, მას მოატყუა, რომ უცოლო იყო და არც არასდროს ჰყოლია ცოლი. ანასტასია შატალოვა ასევე ამბობდა, რომ ზურაბ ბერიძე ცოლობას შეპირდა, ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით, თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ მამაკაცმა მიატოვა და ცოლ-შვილს დაუბრუნდა.



"საზღვარგარეთ წასვლა მინდოდა, რის გამოც მჭირდებოდა ახალი პასპორტი და ამისთვის გავემგზავრე მშობლიურ ხაბარსოვსკში. მალე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ზურას რომ გავუმხილე მითხრა, სასწრაფოდ დაბრუნდი საქართველოშიო. შევთანხმდით, რომ თბილისში, ჩაჩავაას კლინიკაში ვიმშობიარებდი... გეგმებს ვაწყობდი, დედაჩემიც კი ჩამოვიდა, რომ ოჯახის საქმეებში დამხმარებოდა" - იხსნებდა ანასტასია.


გადაცემიდან ასევე ირკვევა, რომ ანასტასია შატალოვა "ფეისბუქზე" შემთხვევით გადააწყდა სოციალურ ქსელში ქალის პროფაილს, რომელსაც ზურასთან ერთად ჰქონდა ფოტოები გადაღებული და აღმოჩნდა, რომ მისი ცოლი იყო. მეტიც, ანასტასიამ ისიც გაარკვია, რომ უკრაინაში ზურა ბერიძეს 5 წლის შვილის ჰყავდა, რომელიც არც უნახავს... ასე გაიცნო მისი ყოფილი საყვარელიც, რომელიც ასევე ორსულად იყო, თუმცა არ იცის ვისგან.


მას შემდეგ, რაც სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ურთიერთობა დალაგდა და ბერიძე შვილის სანახავად 25 წლის ქალთან ხშირად დადიოდა. სავარაუდოდ, მათ შორის კონფლიქტი ბოლოს ერთი კვირის წინ მოხდა.

image



0
332
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0