x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სხვისი შვილი

image
- როგორც იქნა, დადგა სოფელში წასვლის დღე, დავისვენებ სკოლიდან, ჩემს მეგობრებსაც მოვინახულებ, უკვე ერთი წელია არ ვყოფილვარ სოფელში, ზაფხული სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამისთვის მიხარია, სოფელში წავალ, იქ სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან ჩამოდიან ბავშვები, მდინარეზეც ვივლი, ყოველ ღამით შევიკრიბებით ვითამაშებთ. - წიგნები წაიღე თორნიკე შვილო, წიგნები, მხოლოდ გართობაზე რომ ფიქრობ, ერთი წიგნი მაინც წაიკითხე მთელი ზაფხულის განმავლობაში! - დამასვენე დედა, არ მეყო რაც ვიკითხე? ახლა დროა დავისვენო, ორი თვე ფეხს არ ჩამოვადგამ ამ ქალაქში, ერთი შენ მეცოდები მარტო, როგორ უნდა გაძლო აქ. მამა რომ იყოს ცოცხალი, არ ვიდარდებდი შენზე. სოფელში სიხარულით შეხვდა ბებია ბაბუა მონატრებულ შვილიშვილს. ის ხომ პირველი შვილიშვილი იყო მათი. არაფერს აკლებდნენ, რით გაეხარებინათ მისი გული სულ იმას ფიქრობდნენ. მთელი დღე გასართობი არ ილეოდა, მერე მდინარეზე მიდოდნენ ახალგაზრდები, გასაგრილებლად.საღამოს რომელიმე მეზობელთან შეიკრიბებოდნენ და კარტის თამაშით გაჰყავდათ დრო. ყოველი დღე, ახალ-ახალი გასართობით და თავგადასავლებით იყო სავსე. სოფელს კიდევ და კიდევ ემატებოდა ქალაქიდან ბავშვები, დიდი მხიარულება და ყიჟინი ისმოდა სოფელში. ხარობდნენ მოხუცები, თავისი მონატრებული შვილიშვილების ცქერით. ახალგაზრდებმა მთაში წასვლა გადაწყვიტეს, უფროსებიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კარვები, საგზალი წაიღეს და მაინც წავიდნენ. გზაში წვიმა წამოვიდა, კარვები გაშალეს და თავი შეაფარეს, თითქოსდა ცა გაიხსნა ისე წვიმდა. რამდენიმე საათს გასტანა. ახალგაზრდები არც წვიმას შეუშინდნენ, ღამე იქვე გაატარეს და მეორე დღეს, გზა განაგრძეს. გრილი ამინდი იყო, მიწა სველი, ცოტა სიარული ჭირდა, გზა, რომელიც მთაში მიდიოდა, ერთ მხარეს მთები იყო აღმართული, მეორე მხარეს კი ისეთი უფსკრული, დასასრული არ უჩანდა. ეს ყველაზე რთული გზა იყო, რაც მათ უნდა გაევლოთ. ფრთხილობდნენ ახალგაზრდები, სიფრთხილით გადიოდნენ გზას.უცებ, უკნიდან ყვირილის ხმა მოესმათ მიშველეთ. უკან მომავალს ფეხი დასცდენია და გადავადნილიყო. ახალგაზრდები მაშინვე დაირაზმნენ, მეგობრის გადასარჩენად. თორნიკე, როგორც ყოველთვის, აქაც არ დაიბნა და მეგობრის გადასარჩენად ყველა ღონე იხმარა. საბედნიეროდ სიღრმეში არ იყო ჩავარდნილი, ეკალ-ბადებში გახლართულიყო და ამოიყვანა. ახალგაზრდებმა შეაქეს თორნიკე ასეთი თავდადებისთვის, მხოლოდ ერთი ჩანდა უკმაყოფილო და ალმაცერად უყურებდა. თავისთვის ჩაილაპარაკა, : თავის გამოჩენა მოინდომა ბიჭმა, დამაცადე დიდ სიურპრიზზს მოგიმზადებო! ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. ეს ნერვიულობა მალევე დაავიწყდათ და ისევ გამხიარულდნენ. მთაში ასული ახლაგაზრდები, მწყემსების სამყოფელს ესტუმრენ. მწყენსებმა ისინი სიხარულით მიიღეს. სუფრა გაშალეს და მიუსხდნენ. თორნიკეს ქებაში იყო ყველა, ეს რომ არა, ვერ შევძლებდით ვერცერთი იქ ჩასვლას და ბიჭს ვერ გადავარჩენდითო! ამან კიდევ უფრო გააღიზიანა ის ბიჭი, ვისაც უკვე თვალში არ ეპიტნავებოდა თორნიკე. ცოტა ნასვამი იყო და მაგიდიდად წამოდგა ყვირილით. - ეს რა ვაჟკაცია, რომ წაიღეთ ტვინი. ისიც არ იცის, მისი ნამდვილი მშობლები ვინ არან და სხვა ზრდის. დაასრულა სიტყვა და გარეთ გავარდა. ირგვლივ მყოფები ადგილზევე გაქვავდნენ. - რას ამბობ, ნოდარ? ეს საიდან მოიტანე? წამოიყვირეს ახალგაზრდებმა. თორნიკეს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი იმისა რომ ნაშვილები იყო, მაგრამ დედას ვერ უბედავდა ამის თქმას, იქნებდა, ეს ჩემი აკვიატებული აზრია, რადგან არ მყავს დედმამიშვილი და მიზეზი ეს არისო. როგორც იქნა, ის საღამო გაატარა ღამე მწყემსებთან ერთად და დილითვე უკან დაბრუნება გადაწყვიტა. არ ასვენებდა აზრი თუ რატომ უთხრეს ეს. არც სხვები გაჩერდნენ, გვერდიდან არ სცილდებოდნენ თორნიკეს. მეგობრები ეუბნებოდნენ: - ასეთი რამ ჩვენ არ გვსმენია, ნუ უგდებ ყურს, ეს შენს გასაღიზიანებლად თქვა - ტყუილი იქნებაო. სოფელში ჩამოვიდნენ. თორნიკე ბებია-ბაბუას დაემშვიდობა ისე, რომ არც აუხსნა თუ რატომ მიდიოდა ასე ნაადრევად ქალაქში. დედას გაუკვირდა, ჯერ არ ელოდა შვილს სოფლიდან. ჰკითხა თუ რატომ წამოვიდა ასე ნაადრევად. თორნიკემ დედა სავარძელში დასვა, თვითონაც იქვე ჩამოჯდა. დედას მხოლოდ სიმართლის მოყოლა მოსთხოვა. - დედა გავიგე და ნუ დამიმალავ, ყველაფერი ისე მომიყევი როგორც არის, გავიგე, რომ აყვანილი ვარ - არ ხარ ჩემი ნამდვილი დედა, მომიყევი ყველაფერი, ჩემს შესახებ. არ მინდა კიდევ ვიცხოვრო ტყუილში. დედამ სახეზე ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო: - ვინ დამღუპა, ვინ გამიმეტა ასე, მე ხომ წლებია ვმალავ და გულით დავატარებ ამ მძიმე ტვირთს?! მინდოდა შვილო მომეყოლა, მეთქვა სიმართლე, მაგრამ ვერ შევძელი, არ ვიცოდი, როგორ მიიღებდი ამას. შენი დაკარგვის შემეშინდა. შენ ხომ არასოდეს გიგრძვნია ჩემგან, სხვისი შვილი რომ ხარ? რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაგაჩინა? მე გაგზარდე, მე გასწავლე სიარული. ლაპარაკი. მე გითევდი ღამეებს... თორნიკემ დედას მხრებზე ხელი მოჰკიდა და ისევ გაუმეორა უკვე ხმამაღლა: - დედა გისმენ!!! - მე არ ვიცი, შვილო, ვინ არის დედაშენი. მე ის ვიცი მხოლოდ, მამაშენმა სულ რამდენიმე დღის იყავი სახლში რომ მომიყვანა შენი თავი. ისეთი პატარა უმწეო იყავი, ძალიან ლამაზი, ბრიალა თვალები გქონდა. წლებია არ მიჩნდებოდა შვილი, ყველაფერი ვცადე და უშდეგოდ, ბოლოს ექიმებმა მითხრეს, ტყუილად წვალობ, შვილი არ გეყოლება და ამას უნდა შეეგუოო. მეც რა გზა მქონდა, შევეგუე ჩემს უშვილობას. ის დღე ხელახლა დაბადება იყო ჩემი, როცა შენ შემოხვედი ჩემ ცხოვრებაში. ხელი მოგკიდე და არასოდეს გამიშვია... მამაშენს ვკითხე თუ საიდან მოგიყვანა, მან ამ კითხვაზე არ მიპასუხა, მხოლოდ ეს მითხრა: - შვილი ხომ გინოდა და აი, შვილი! არც მე გამჩენია სურვილი მომეთხოვა პასუხი. მხოლოდ ეს ვიცი შვილო, მეტი არაფერი... მამაშენს ერთ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა, მე მას არ ვიცნობდი, არც სახელი და გვარი ვიცი მისი. ვფიქრობ მისი შვილი ხარ, მას არ სურდა შენი გაზრდა და მამაშენს მისცა შენი თავი! ეს არის ჩემი ვერსია. ახლა კი ის მკვდარია და სიმართლეს ვერც ვერასოდეს გავიგებ, რა მოხდა, ეს საიდუმლო თან წაიღო. ნუ მიმატოვებ შვილო, ნუ გამწირავ, შენ ხომ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ! სახე სულ ჩაწითლებოდა, როგოროც ქარის დროს იცის ხოლმე ცამ, როცა მზე ნელა- ნელა მთის წვერს ეფარება. თორნიკეს მთელი სხეული უთრთოდა და დედას არეული თვალებით მიშტერებოდა, სურდა ამოეკითხა მის სიტყვებში რა იყო მართალი და რა ტყუილი. ამ ამბის შემდეგ, დედა შვილს ურთიერთობა დაეძაბათ, თორნიკეს არ სჯეროდა დედის, სამართალს დაეძებდა და ვერსად პოულობდა. გაორებული დადიოდა, მხოლოდ ის აინტერესებდა ვინ იყო მისი ნამდვილი დედა, რატომ მიატოვეს. სწავლასაც უკლო, სმა დაიწყო. ყველას გაურბოდა, არავისთან არ სურდა ურთოერთობა. დედა თხოვდა თორნიკეს დაეჯერებინა მისთვის და ერთად მოეძებნათ მისი ნამდვილი დედა. თორნიკეს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და სავადმყოფოში დააწვინეს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სახლში გამოწერეს, თავს უკეთ გრძნობდა, დედასაც შედარებით თბილად ექცეოდა. თითქოსდა ყველაფერი წესრიგში იყო. დედა-შვილს დაუბრუნდათ პირვანდელი კარგი ურთიერთობა, მაგრამ თორნიკეს სულ აწუხებდა კითხვა: სად იყო მისი ნამდვილი დედა?! მეგობრებთან წავიდა, სახლში ნასვამი დაბრუნდა, ოთახში ჩაიკეტა, დედა ცდილობდა შესულიყო ოთახში, მაგრამ კარი შიგნიდან ჩაკეტილი ჰქონდა. დედამ მეზობლებს სთხოვა დახმარება, რადგან კარი შეემტვრიათ. როდესაც კარი გატეხეს, ოთახში გონწასული, სისხლის გუბეში იწვა თორნიკე, არანაირი სასიცოცხლო კვალი არ ეტყობოდა. განწირული ხმით ყვიროდა დედა - უფალს სთხოვდა მისი ერთადერთი შვილის გადარჩენას, სასწრაფოც მალე მოვიდა, მაგრამ თორნიკე უკვე არ ეკუთნოდა ამ სამყაროს. დრო გავიდა. შავებში ჩაცმული ქალი, საფლავზე დამხობილი იპოვა მესაფლავემ სიცოცხის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ვერ გაუძლო დედის გულმა - სხვისი შობილი და მისი გაზრდილი ერთადერთი შვილის სიკვდილს და ისიც მასთან წავიდა...

ავტორი: სოფო იმერელი

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:ჩემი სამყარო
ჩემი სამყარო
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0