დაუდევარ ადამიანებს რა დალევს ამხელა დედამიწაზე, მაგრამ დაუდევრობაცაა და დაუდევრობაც, როცა შენი დაუდევრობის გამო რამდენიმე მილიონ დოლარად ღირებული იახტა იძირება მეტისმეტია.
ნახევრად ჩაძირული იახტის გემბანზე ისე პოზიორობენ გოგონები თითქოს პოდიუმზე გამოდიოდნენ და საცურაო კოსტუმის დემონსტრირებას ახდენდნენ.
შეცდომას ყველა ვუშვებთ დიდსა თუ მცირეს, მთავარია ეს შეცდომა ძალიან ძვირი არ დაუჯდეს სხვას ჩვენი წყალობით.
მთვარია შეცდომიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ და რეალობის აღქმა სწორად განვსაზღვროთ.
ამ ადამიანებმა რიგი შეცდომები დაუშვეს რასაც საკმაოდ დიდი ზარალი მოჰყვებოდა მათთვის და იმ კომპანიებისათვის, სადაც ისინი მუშაობდნენ.
ვინ იცის რამდენი ათეული მილიონი დაჯდა ამ მაღალტექნოლოგიური აპარატის დამზადება, რომელიც გამოფენაზე იყო გამოტანილი, ახლა კი მის აღდგენას დიდი დრო და ფინანსები დაჭირდება.
არა მგონია აქ ტექნოლოგიურ ხარვეზთან გვქონდეს საქმე, ვფიქრობ მიწისქვეშა ფარეხის მფლობელს აერია დისტანციური მართვის პულტზე ღილაკები და აი შედეგიც.
სპორტულ მანქანას ავტობუსში სვამდა ეს კაცი? დაემშვიდობა რამდენიმე ათეულ ათას დოლარს დაუდევრობის გამო.
ავიაბაზაზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო ტექნიკური პერსონალის დაუდევრობით, რასაც აი რა შედეგი მოჰყვა.
დარწმუნებული ვარ ეს მანქანა თავისი სურვილით არ შესულა ზღვაში.
წარმოიდგინეთ ამ ამწეს მიერ განადგურებული სასახლის ღირებულება რამდენ ასეთ ამწეს იყიდდა.
მიკროტალღურ ღუმელს არ შეუძლია ფულის კუპიურების დეზინფიცირება-დამტკიცებულია და ფაქტი სახეზეა.
დაუდევრობით რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების გამანადგურებლებიც იწვიან.
სადაზღვევო კომპანიისათვის განკითხვის დღეს გაუტოლდებოდა ის დღე როცა ეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთი მაგნიტური ტალღით განადგურებული 5 მილიონად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.
ავარია რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები 1, 2 მილიონი დოლარი შეიწირა.
მომენტი როცა რამდენიმე ასეულ მილიონად ღირებული საოკეანო ლაინერს ეჯახება მეორე თითქმის იდენტური ლაინერი.
მზის ენერგიის ბატარეები დაჯავშნული არავის ეგონოს, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის რაკეტების ეკონომიამ ასეთი შედეგი მოიტანა.
სატვირთო მატარებელს "ბოინგის" დეტალები გადაჰქონდა და სარკინიგზო დაუდევრობას აი რა მოჰყვა "ბოინგისათვის".
სად იპოვა ერთმანეთი ორმა ერთნაირმა და მეტისმეტად ძვირადღირებულმა სპორტულმა მანქანამ?
მანქანის მომზადებისას დაშვებულ შეცდომას რარიტეტული სპორტული ძვირადღირებული მანქანა შეეწირა.
ძრავის ხელოსანს მოუწევს ზარალის ანაზღაურება, აი რა მოჰყვა მანქანის ძრავში ჩატოვებულ ხელის გასაწმენდი ტილოს ჩატოვებას.