x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ოკეანეების შესახებ

image


I. სუსამში (იაპონია) მსოფლიოში ყველაზე ღრმაწყლოვანი საფოსტო ყუთი მდებარეობს. ის წყლის ქვეშ, 10 მ–ის სიღრმეზეა და მიუხედავად იმისა, რომ წერილების წერა ასეთი საფოსტო ყუთისთვის, სპეციალური მარკეთით და სპეციალურ ქაღალდზე არის საჭირო, ყოველწლიურად, საფოსტო ყუთში 1000–ზე მეტი გზავნილი ხვდება.


II. მსოფლიო ოკეანეში იმდენი ოქროა, რომ მისი მოპოვება რომ შეიძლებოდეს, თითოეულ ადამიანს, 1 ტონა ძვირფასი ლითონი ერგებოდა. მაგრამ, პრობლემა ის არის, ამ ოქროს მოპოვების ჩვენთვის ცნობილი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, მისი მოპოვება, მოპოვებულ ოქროზე ძვირი ჯდება.


imageIII. ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის გამომუშავება მსოფლიო ოკეანეში ხდება. ოკეანეში ჟანგბადს წყალმცენარეები და ციანობაქტერიები გამოიმუშავებენ. მათი დიდი ნაწილი იმდენად მცირე ზომის არის, რომ დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება. მაგრამ, დიდი რაოდენობის გამო, ეს პატარა ორგანიზმები, სხვადასხბა შეფასებით, პლანეტაზე არსებული ჟანგბადის 50-დან – 80%-მდე აწარმოვებენ და ატმოსფეროში ჟანგბადის მარაგის შევსებას ახდენენ (ჟანგბადი ოკეანიდან მის ზედაპირზე ხვდება, ხოლო შემდეგ, ის ჰაერის მასების მოძრაობით, მთელს პლანეტაზე ნაწილდება).


IV. ოკეანეშიც არის მდინარეები და ტბები. რადგან ზღვის წყალი მარილის ფენებს შორის მოძრაობს, ფსკერზე ქვაბულები ჩნდება, რომელშიც წყალი უფრო მარილიანია, ვიდრე წყლის დანარჩენი მასები. ხოლო, მაღალი სიმკვრივის გამო, ის არ მოძრაობს და ასე იქმნება წყალქვეშა ტბები და მდინარეები.


V. სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ყველასთვის ცნობილია, რომ პლანეტის 70% მსოფლიო ოკეანეს უკავია. მაგრამ ეს, მხოლოდ მის ზედაპირს ეხება. ხოლო, მსოფლიო ოკეანეების სიღრმესაც თუ გავითვალესწინებთ, მაშინ ეს რიცხვი 99% –მდე გაიზრდება.


image


VI. ასე გამოიყურება დედამიწა, წყნარი ოკეანის მხრიდან. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ხმელეთს, პლანეტის უმნბიშვნელო ნაწილი უკავია.


VII. მზის სხივი ოკეანის წყალში მხოლოდ 1 კმ-ს სიღრმემდე აღწევს. ამ ადგილზე და უფრო ქვემოთ, ოკეანე სრული სიბნელით არის მოცული. ხოლო, წნევა ისეთივეა, როგორსაც ადამიანი ვენერაზე დგომის შემთხვევაში განიცდიდა.


VIII. წყნარი ოკეანის ცენტრში «ზვიგენების კაფე» მდებარეობს – ეს რეგიონია, სადაც ჯერ–ჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ყოველწლიურად, ერთი და იგივე დროს, თეთრი ზვიგენები იკრიბებიან.


imageIX. მცდარია აზრი იმის შესახებ, რომ ოკეანეში მოხვედრილი პლასტიკატი, მასში მუდმივად რჩება. მაგ., პლასტიკატის უტილიზაცია, ზღვის წყალში, დაახლოებით, 1 წელში ხდება, რასაც ხელს მზის სინათლე და ბაქტერიების მოქმედება უწყობს.

იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიების სახეობა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პლასტიკატის (PET) გადამუშავება თვენახევარში შეუძლია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის სისუფთავეზე არ უნდა ვიზრუნოთ. ახლა ოკეანეში იმდენი ნაგავია, რომ მისი გადამუშავება, ყველაზე აქტიური ბაქტერიების ძალებსაც კი აღემატება.


X. მსოფლიო ოკეანის ფსკერზე, ჩაძირული გემების, დაახლოებით, 3 მლნ – მდე ნამსხვრევია. ყველაზე ცნობილი მათ შორის: ტიტანიკი, ფილიპ II (1527 – 1598 წწ.) უძლეველი არმადის, ქრისტეფორე კოლუმბის და მაგელანის გემების ნაშთებია.


imageimageimageimageimage





1
312
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
312
  
2021, 27 ოქტომბერი, 0:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1