x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115498
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
10 საინტერესო ფაქტი სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ტომების შესახებ

I. სიტყვა «ტანკი», ნავაჰოს ენაზე, მთელი ფრაზაა — chidí naaʼnaʼí beeʼeldǫǫh bikááʼ dah naaznilígíí და ასე ითარგმნება: «ავტომობილი, რომელიც იარაღით დახოხავს და რომელზეც ადამიანები სხედან». ამ ტომის წარმომადგენლები უცხო ტერმინებს არ იყენებენ და მათთვის ახალ მოვლენებს სიტყვებით აღწერენ.


imageნავაჰო


II. კენიური ტომი დორობო, ლომისთვის წართმეული ნადავლით იკვებება — რატომ უნდა ინადირონ, თუ იქვე, მახლობლად, ლომები ცხოვრობენ? — ფიქრობენ ისინი და ძალას და ენერგიას ტყუილად არ ფლანგავენ. ისინი ელოდებეიან, ვიდრე ლომების რომელიმე პრაიდი წარმატებით არ ინადირებს. ხოლო, შემდეგ, ეპარებიან მათ ნადავლს და ხორცს ნაჭერს აჭრიან. ლომები გაოცებულები რჩებიან ადამიანების ასეთი სითავხედით და ხშირ შემთხვევაში, იქიდან საერთოდ გარბიან... და ნანადირევს ადამიანებს უტოვებენ.


imageდორობო


III. სუაჰილის ენაზე მხოლოდ 3 ფერს აქვს საკუთარი სახელწოდება. ესენია: nyeusi — შავი, nyeupe — თეთრი და nyekundu — წითელი. ყველა დანარჩენი ფერის აღწერა, შედარებების გზით ხდება. მაგ., მწვანე — «ფოთლების» ან «პალმის ფერი» და ა. შ.


imageსუაჰილი


IV. ძველ გერმანელ ტომებს ისე ეშინოდათ არქტოსი (arkto – ცხოველი), რომ მის სახელს ხმამაღლა არასდროს წარმოსთქვამდნენ... და მათ, მისი ალტერნატიული სახელი — დათვი (bear) მოიგონეს. ითვლება, რომ ეს სიტყვა, ერთ–ერთი ყველაზე ძველი ევფემიზმია.


image


V. ენა, რომელზეც ინდიელების აიმარას ტომი საუბრობს, დროების კონცეფცია გულისხმობს, რომ მომავალი წარსულში არის, ხოლო წარსული — წინ, მომავალში. ლინგვისტების აზრით, ეს იმით აიხსნება, რომ წარსულის შესახებ ყველაფერი ვიცით და ის ჩვენს წინ, გადაშლილი წიგნივით არის. ხოლო, მომავალზე არაფერია ცნობილი... ამიტომ ის, უკან არის (იგულისხმება ზურგს უკან) და ადამიანისთვის მისი დანახვა შეუძლებელია.



imageაიმარა


VI. იაგანების სიტყვა «mamihlapinatapai» — შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გრძელი ერთსიტყვიანი ცნებაა, რომლის განმარტება შემდეგნაირად ხდება: «ორ ადამიანს შორის მზერა, რომელშიც გამოხატულია თითოეულის სურვილი, რომ მეორე გახდეს იმის ინიციატორი, რაც ორივეს უნდა. მაგრამ, არცერთ მათგანს არ უნდა, რომ პირველი იყოს».


imageიაგანი


VII. გრენლანდიელი ესკიმოსები გეოგრაფიული რუკების ნაცვლად, ხის სკულპტურებს იყენებენ, რომელზეც სანაპიროს ხაზი და რელიეფია დატანილი. მათ, ნავით გადაადგილებისას, სრულ სიბნელეშიც, მხოლოდ შეხებით, იმის განსაზღვრაც კი შეუძლიათ, თუ რომელ უბეში იმყოფებიან.


image


VIII. ორივე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელები ინდიელებს, რომლებიც მშობლიურ ენას და ინგლისურს ფლობდნენ, რადიო ოპერეტორებად იყენებდნენ.
მტერი თუ მათ რადიოგზავნილს ხელში ჩაიგდებდა, ვერაფერს მიხვდებოდა, რადგან ინდიელების ენა არ იცოდა.


image


IX. კვაკიუტლის ინდიელებს, რაიმეს სესხად აღების შემთხვევაში, გირაოდ, საკუთარი სახელის დატოვება შეუძლიათ... და ვიდრე ვალს არ გადაიხდის, მას სახელით არავინ მიმართავს.


imageკვაკიუტლი


X. ირლანდიელები და ჩაქტოს ტომის წარმომადგენლები ერთმანეთს გასაჭირში არასდროს ტოვებენ. 1847 წ. ირლანდიაში დიდი შიმშილის დროს, ინდიელთა ტომებმა ირლანდიელებს, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 170 $ გაუგზავნეს (თანამედროვე ექვივალენტში, ეს 5000 $ არის) — ეს წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო ღარიბი ტომისთვის. თითქმის 200 წლის შემდეგ, ირლანდიელებმა შეიტყვეს, რომ ინდიელები, კორონავირუსის გამო, ძალიან დაზარალდნენ და მათ, სულ რამდენიმე დშეში, ჩაქტოს ტომისთვის, შემოწირულობებით, თითქმის, 3 000 0000 $ შეაგროვეს.


imageჩაქტო


image

imageimageimageimage



0
385
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0