x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დღეს რაც ვნახე, მარათლაც რომ ეს არის შედევრი.. ბრავო გიო" - მარკუს მეტრეველი გიორგი ფხაკაძის სახლზე
image

მომღერალი მარკუს მეტრეველი ჯანდაცვის ექსპერტის, მედიცინის და ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის სახლზე წერს, რომელიც ამ უკანასკნელმა თბილისში ააშენა:



"უნიჭიერესი და ძალიან გემოვნებიანი მეგობარი Giorgi Pkhakadze ✔️
▪️ 15 წლის წინ როდესაც გიოს ვესტუმრე ამ სახლში, დაწყებული ჰქონდა რემონტი. იკვეთებოდა რომ აშენებდა არაამქვეყნიურ რეზიდენციას რომელიც იქნებოდა თბილისში ერთერთი ღირშესანიშნაობა.
▪️მრავლად მაქვს ნანახი მსოფლიო მაშტაბით საოცარი არქიტექტურის სახლები, ვილები მათი ინტერიერი მაგრამ, დღეს რაც ვნახე მარათლაც რომ წარმოუდგენლად საოცარ გარემოში აღმოვჩნდი!!!
▪️ ეს სახლი მისი ულამაზესი ტერასული ეზოებით და ხედებით ძველ ტფილისზე, გიქმნის შეგრძნებას რომ შენ ცხოვრობ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალაქში. ეს არის თანამედროვე, ევრო-აზიური, ნეო-კლასიკური და ავანგარდული ინტერიერის შერწყმა დღე-სასწაული ბრავო გიო, უდიდესი შრომაა ჩადებული . ეს არის შედევრი SUPER"-წერს მარკუს მეტრეველი.



ცნობისათვის, გიორგი ფხაკაძე ცხოვრობს ისტორიულ სახლში, ყოფილ ბებუთოვის რეზიდენციაში, რომელიც 1998 წელს შეიძინა. მისი ისტორია ჯერ კიდევ სავარაუდოდ X საუკუნიდან იწყება და მრავალი ჭირვარამი გამოიარა. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII.

image

"საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდიდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი. ათწლეულების მანძილზე დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ჟურნალ ინტერიერთან“ საუბრისას.

image


image

image

image

image

0
341
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0