x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სირცხვილია, რომ უბრალოდ ნაძირლებმა ქართულ საზოგადოებას ყელში წაუჭირეს-რუსი ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობის შესახებ
image

რუსმა ჟურნალისტმა დარია ასლამოვამ ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმოგზაურა, და თავისი შთაბეჭდილება KP-ს მკითხველებს გაუზიარა, ვფიქრობ ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება მისი თვალით დანახული საქართველო, ქართველები და ქვეყნის ორი მთავარი ქალაქი-ბათუმი და თბილისი, მიუხედავად იმისა, რომ მის რეპორტაჟს გარკვეულწილად პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს.

Я в Батуми

ქვემოთ გთავაზობთ ჟურნალისტის რეპორტაჟს მცირეოდენი შემოკლებით.





შვიდი წლის წინ ბათუმმა შოკში ჩამაგდო ერთდროულად ჰოლივუდის ელეგანტურობამ და მის უკან დაფარული დანგრეული სიძველის კომბინაციამ: ნესტისგან დალაქავებული სახლებით და დანგრეული აივნებით, რომლებიც სადაცაა ჩამოინგრევა და სადაც ყოველთვის თეთრეული შრება. ეს იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფი, მისი ოცნება და სიამაყე.

Старый Батуми.

ახლა ის მართლაც შთამბეჭდავი კურორტია ახალი ცათამბჯენებით (ნიუ – იორკი ნერვიულად გამდგარა გვერდზე და სიგარეტს აბოლებს- მე ვიქირავე აპარტამენტი 44 – ე სართულზე და აივანზე გასვლისაც კი მეშინოდა!),

Батумские небоскребы не хуже нью-йоркских.

სანაპირო– პარკებით, სადაც ენერგიული ტურისტები სირბილით დარბიან წვიმაშიც კი. რესტორნები ყველა გემოვნებისთვის, ბობოქარი ღამის ცხოვრება. თორმეტ საათამდე კლიენტებს სადარდებელი არც აქვთ, თუნდაც კანტორის კარებზე იყოს წარწერა: "ვმუშაობთ 10 საათამდე".

Ночной Батуми.

ამავე დროს, ბათუმი საუკუნის სამშენებლო ადგილია! მხოლოდ არა ქართული, არამედ ... თურქული. თითქმის ყველა ღირებული აქტივი - ბინები, სასტუმროები და რესტორნები - ეკუთვნის თურქებს, რომლებიც აჭარას აყენებენ მხოლოდ მათი ახლობლებისთვის. მათი მცირე ბიზნესიც ძლიერდება და ძლიერდება - ქაბაბიდან, შაურმადან დაწყებული და მაღაზიებით და "მასაჟის სალონებით" დასრულებული (მყუდრო პატარა ბორდელები, სადაც ტაილანდელი მეძავები მხიარულად იწვევენ თავისთან ცხოვრებით დაღლილ მამაკაცებს).

Тайский массаж в Батуми.


- თურქეთი აფინანსებს აჭარაში მცირე თურქულ ბიზნესს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა შაურმა.-მეკითხებით რაში აწყობთო... ეს არ არის უაზრობა. არასდროს გაგკვირვებიათ, რომ უთვალავი მუსულმანური კვების ობიექტებია რუსეთში, საქართველოში ან ევროპაში? ეს არის წამგებიანი სამუშაო. ამდენი შაურმა და ქაბაბი უბრალოდ არ შეიძლება იყოს მომგებიანი. და ისინი არც არიან მოგებაში. არსებობს გრანტები (ეს მხოლოდ საჩუქარია), გრძელვადიანი დაბალი პროცენტიანი ან საერთოდ უპროცენტო სესხები, რომელსაც თურქეთი გასცემს თავის ბიზნესმენებს, რომლებიც გადაწყვეტენ საქართველოში მუშაობას. მთავარი პირობაა, რომ დაიქირაოს ორი ქართველი სამუშაოდ, ისე რომ ორი ადგილობრივი ადამიანი იყოს დამოკიდებული თურქ დამსაქმებელზე. თურქეთი აცხადებს სუბსიდიებს ქირაზე და ორი ქართველი თანამშრომლის შენახვაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შაურმას მოაქვს გარკვეული თანხა. და თუ საშაურმეს მფლობელი ასევე დაქორწინდება ადგილობრივ ქალზე და მიიღებს მოქალაქეობას (და ასეთი ამოცანა დგება), მაშინ ზოგადად, ეს უფრო კარგია მათთვის. უფრო მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობს მათ. მხოლოდ სააკაშვილის დროს 37 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მოქალაქეობა იმ საბაბით, რომ ისინი წარმოშობით ქართველები არიან.

Туристы в Аджарии.

მაგრამ თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ისლამის პროპაგანდა. აჭარაში ბევრი ღარიბია. ბავშვი იბადება. მქადაგებლები მიდიან სახლში და სთავაზობენ ასი დოლარს თვეში, თუ ბავშვს წინდაცვეთენ და გახდება მუსულმანი. შემდეგ ის უფასოდ ივლის თურქულ საბავშვო ბაღში, თურქულ სკოლაში, სადაც ჩვენი განათლების სამინისტროს სტანდარტები არ არის დაცული, შემდეგ კი სტამბულში გადაიყვანენ უნივერსიტეტში. ეს სტუდენტები არასოდეს ბრუნდებიან პროგრამისტებად ან ქიმიკოებად. არა! მხოლოდ ისლამის მქადაგებლებად, ვინაიდან ისინი იღებენ რელიგიურ განათლებას.-ამბობს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე დავით-თარხან მოურავი.

Ночной Батуми.


Батуми.


აჭარას გასაოცარი და ტრაგიკული ბედი აქვს. სწორედ აქ მოვიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული და ლეგენდის თანახმად, აქ დაკრძალულია მათე მახარებელი. IV საუკუნეში საქართველომ მიიღო ქრისტიანობა აჭარის გავლით.

Батуми.

თურქებმა, რომლებმაც დაიპყრეს ქვეყანა XVI საუკუნეში, მახვილითა და სისხლით დანერგეს ისლამი და გადაწვეს ვაზი, როგორც ქრისტეს სისხლის სიმბოლო. კიდევ ერთი წარმოუდგენელი ფაქტი. სსრკ -ს დაშლის შემდეგ 1990 -იან წლებში, აჭარაში ქართველ მუსულმანთა მასობრივი ნათლობა დაიწყო, რომელსაც პირადად ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მათი პირადი მაგალითი გახდა.

Кафе "Анталия" в Батуми.

ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ, აქ ყოფნისას, აჭარის მოსახლეობამ, რისხვით და ემოციებით მომიყვნენ დასისიხლიანებულ მთის მდინარეზე, სადაც სამასი წლის წინ თურქები იმ ქრისტიანებს ყრიდნენ, რომლებიც ისლამის მიღებაზე უარს ამბობდნენ . ახლა მათ არ უყვართ ამის გახსენება.

В Грузии еще помнят русский квас.

საქართველოში დიდი უბედურებაც დამეტაკა: კორონავირუსის მძიმე ფორმა შემხვდა. ქვეყანაში, რომელიც დელტა-შტამის ეპიდემიით იყო მოცული, ყველა შეზღუდვა მოიხსნა. მოკლედ, რას აღარ გააკეთებ ტურიზმისთვის! ხველისგან გაგუდული და მთლიანად გაოფლილი სასწრაფო დახმარების მანქანით ბათუმში საავადმყოფოში გადამიყვანეს.

Вот такие пляжи в Аджарии.

ჩემი ავადმყოფობის შესახებ "ფეისბუქზე" მეგობრებს გავუზიარე, რამაც გამოიწვია ამ პატარა ქვეყანაში სიძულვილის ნამდვილი ცუნამი, რომელიც აჩვენებს, თუ რა დიდი უფსკრულია რუსებსა და ქართველებს შორის. "კეთილშობილმა" მთიულებმა გამომიგზავნეს კუბოების ფოტოები, რომელთაც სურდათ ჩემი ჯოჯოხეთში დაწვა, მიწოდებდნენ "პუტინის ძუკნას" და "რუსულ ღორს", ლოცულობდნენ, რომ ვირუსმა ბოლო მომიღოს, მაგრამ არა სწრაფად, არამედ დიდხანს და ტანჯვით.გეგმავდნენ ჩემს საფლავზე რას მოიმოქმდებდნენ(ძალიან ფერადი აღწერილობებით, სამწუხაროდ, ციტირებას ვერ მოვახდენ). ჩემს საავადმყოფოს ეძებდნენ იმისათვის, რომ როგორც პოზნერი გამოაძევეს სასტუმროდან, ისევე მეც გამოვეგდეთ.ისინი წერდნენ კოლექტიურ წერილებს ხელისუფლებას და მოითხოვდნენ სასწრაფოდ ჩემს დაკავებას. . შენიშვნა: ესენი არ იყვნენ "ბოტები", არამედ რეალური ადამიანები, ბევრი უმაღლესი განათლებით და რუსულს შესანიშნავად რომ ფლობდნენ გინების დონეზე.

Турки в Батуми.

როგორც ჟურნალისტების უმეტესობას, მეც მაქვს უცნობი ადამიანების შეურაცხყოფისგან გამომუშავებული პროფესიული იმუნიტეტი. სანამ შევძელი, მხიარულად ვკითხულობდი იმ არაადამიანებისგან ჯოჯოხეთურ გზავნილებს . შემდეგ კი საავადმყოფოს პალატა, წვეთოვანმა და ჟანგბადის ნიღაბმა თანაბრად მომწყვიტა როგორც სიძულვილს, ისე სიყვარულს.

В Батуми любили бывать Чехов и Горький.

რუსულ სოციალურ ქსელებში თავდაპირველად აღშფოთდნენ ამ ცოფიანი ძაღლების ხროვით. რუსულ სულში ყოველთვის იყო რომანტიული ნიმუში სტუმართმოყვარე ქართველისა, რომელიც ზის მაგიდასთან, ღვინის ჭიქით ხელში და მღერის სევდიან სიმღერებს. მათ არაფერი იციან "სააკაშვილის თაობის" შესახებ, რომლებიც აღიზარდნენ მძვინვარე რუსოფობიის ატმოსფეროში და სადაც ყოველ კუთხეში ღრიალებდნენ ამის შესახებ. ახალგაზრდები, რომლებიც ერთ დროს აღფრთოვანებით უსმენდნენ ქართველი ფიურერის გამოსვლებს, დიდი ხანია ზრდასრულები გახდნენ და პოლიტიკასაც მიადგნენ. დიახ, ისინი მხოლოდ 20-25% არის, მაგრამ ღირსეულ ადამიანებს ეშინიათ მათი.

Батумские небоскребы не хуже нью-йоркских.

Батумские небоскребы не хуже нью-йоркских.

მაგრამ სადაც სიძულვილია, ყოველთვის არის იქ სიყვარულიც. რამდენი დიდი და პატარა ადამიანი იბრძოდა ჩემი სიცოცხლისთვის! ექიმები, ექთნები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და უბრალოდ კარგი ადამიანები. გამომკვებეს, გადამარჩინეს, მიმკურნალეს. დამიჯერეთ, თბილისელ და ბათუმელ ქართველებს რომ არ დაეცვათ ჩემი თავი, მკვდარი ვიქნებოდი. ყოველთვის უფრო მეტი კარგი ადამიანია, ვიდრე ნაძირლები, მაგრამ სირცხვილია, რომ უბრალოდ ნაძირალებმა ქართულ საზოგადოებას ყელში წაუჭირეს.

В Батуми жили три сестры,  ставшие прообразом пьесы Чехова "Три сестры".



თურქეთის შავი ზღვის სანაპირო. ჯერ კიდევ სუსტად ვარ და თითქმის სიარული არ შემიძლია, გადავლახე საქართველო-თურქეთის საზღვარი. ღამეა. ქარი და

ღვართქაფი მანქანის მინას ეხეთქება. სუნთქვა მიჭირს და ამის გამო ვერ ვლაპარაკობ. სატურაცია (სისხლში ჟანგბადის დონე) მკვეთრად ეცემა 90 -მდე. მაციებს და ვკანკალებ. რომელიღაც კაფეში, სადაც მე და ჩემი ქმარს გაოგნებული გვიყურებენ, ვჭამთ გუფთას . ეს არის ჩემი პირველი კვება საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ და მე მექნება დრო, რომ შემძულდეს სამი დღიანი მოგზაურობის განმავლობაში მთელი პროვინციული არა ტურისტული თურქეთი. აქ გუფთასა და მჟავე რძის გარდა (იოგურტის მსგავსი) არაფერი ჭამენ.....

0
659
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0