x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გეოფაგია - რატომ ჭამენ ადამიანები მიწას?

image


გეოფაგია ნიშნავს ადამიანის მიერ ნიადაგიდან აღებული, საკვებად უვარგისი ნივთიერებების: მიწის, ნაცრის, ტალახის, ქათმის სკინტლის და ა.შ. ჭამას. ამ ფენომენმა უკვე დიდი ხანია, რაც მეცნიერთა გონება დაიპყრო.

"მიწისმჭამელი ადამიანები" პირველად აღწერა ჰიპოკრატემ (მედიცინის მამამ), 2000 წლის წინ. ამის მერე გეოფაგიის შემთხვევები სულ უფრო იზრდებოდა. დღეისათვის არაა დარჩენილი კონტინენტი, დედამიწის კუთხე, სადაც გეოფაგია არ დაფიქსირებულა. მიუხედავად იმისა, რომ გეოფაგია ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს ხანიდან ნაცნობი ფენომენია, მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან იმაზე, თუ რა მიზეზი აიძულებს ადამიანს მიწის ჭამას. მრავალ ვერსიას შორის ყველაზე დამაჯერებელი 3-ია:

1.საკვებად უვარგისი მიწის ჭამა ეხმარება ადამიანს, გაუმკლავდეს მწვავე შიმშილს:ორგანიზმმა ამ დროს თუნდაც არავითარი საკვები პროდუქტი არ მიიღოს, იგი დაზღვეულია მწვავე შიმშილის კრუნჩხვებისაგან;

2.მეორე ჰიპოთეზა ეხება ნუტრიენტებზე (საკვებ ნივთიერებებზე), რომელიც მოიპოვება მხოლოდ მიწაში. მათ შორისაა რკინა, თუთია, ან კალციუმი.

3.მიწის ჭამა ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, რომელიც ორგანიზმს იცავს პათოგენური მიკროორგანიზმებისა და მცენარეული ტოქსინების მოქმედებისაგან.

კორნელის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა შეისწავლეს სამივე ჰიპოთეზა, გეოფაგიის 480 შემთხვევის ანალიზის საფუძველზე და გამოიკვეთა, რომ ყველაზე სწორი ახსნა მე-3 ვარიანტია - მიწის ჭამა ასრულებს დამცავ ფუნქციას ორგანიზმისათვის.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0