x
ჩვენ და ისინი...

ჩვენ..ხალხი და ისინი..პოლიტიკანები როგორც მარსი და ვენერა ისე განვსხვავდებით ერთმანეთისაგან და აბსოლიტურად სხვადასხვა ორბიტაზე ვართ. ხალხს უყვარს სამშობლო, უფალი და ოჯახი და ისინი სამშობლოს ზოგი ნებსით და ზოგიც უნიათობით გვისხვისებენ ან ეკონომიკურად აბარებენ მტერსა თუ მეგობრის საფარველით შემოსილ მეზობელ სახელმწიფოებს...ერთნი ებრძვიან ეკლესიასა და უფალს და მეორენი მაპატიოს უფალმა განკითხვა და ჯიპიანების გამოყენებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობენ..და ოჯახები კი უმეტესი მშიერი, უსახსრო და ხშირ შემთხვევაში მარჩენალგადახვეწილია..ხალხმა უნდა შევძლოთ ავამოძრაოთ სტუდენტობა და მათი უჭკვიანესი ლიდერებით მოვაცილოთ სამშობლოს დამღუპველი ორპოლუსიანობა, მოვაცილოთ ძალაუფლების სადავეებს ყოფილი თუ მოქმედი კორუმპირებული და არაპატრიოტი პოლიტიკანები, ილიას ქვეყანაში შეუძლებელია დაუსრულებლად იბოგინონ ყორღანაშვილებმა....სტუდენტებო ვხვდებით ამაზრზენ პოლიტიკას კერძო სექტორში მაღალანაზღაურებადი სამუშაო გირჩევნიათ მაგრამ ვგონებ საბოლოოდ იღუპება სამშობლო და მიეშველეთ მას.. ჩვენ თქვენ ფარად გადაგეფარებით..

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:დავით ჯანჯღავა
დავით ჯანჯღავა
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0