x
მეტი
  • 27.11.2021
  • სტატია:115197
  • ვიდეო:352754
  • სურათი:489159
ქალაქური მითები და ლეგენდები საბჭოთა წარსულიდან
image


მითებით და ლეგენდებით, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, არც საბჭოთა კავშირი იყო გამონაკლისი.ყველა ქალაქში, უბანში თუ ეზოში დადიოდა სხვადასხვა ჭორები, რა დროსაც ემატებოდა საკუთარი ინტერპრეტაცია, თუმცა იყო ლეგენდები, რომელიც მთელ უზარმაზარ იმპერიაში იდენტურად იყო გავრცელებული.




1. უსაფრთხო სამართლებელი(ბრიტვა) საღეჭ რეზინში ან კანფეტში - საკმაოდ მავნებლური ლეგენდა, რომლის ფესვებიც საბჭოთა იდეოლოგებისკენ მიემართება.

ლეგენდის არსი ასეთი იყო - სსრკ ში ჩამოსული უცხოელებს მოწონდათ საბჭოთა ბავშვების სამკერდე ნიშნებისა და სხვა სუვენირების საღეჭი რეზინებზე გადაცვლა (ერთ დროს სსრკ -ში საღეჭი რეზინის საშინელი დეფიციტი იყო) და საბჭოთა იდეოლოგების მტკიცებით, "ბოროტი, ძირგამომპალი კაპიტალისტური ქვეყნის ძიები " ას უბრალოდ საღეჭი რეზინას არ დაარიგებენ და აუცილებლად მოაწყობენ საბოტაჟს! ყველას არ სჯეროდა ამ ლეგენდის, მაგრამ მიუხედავად ამისა - პიონერთა გარკვეული ნაწილი მაინც ფრთხილობდა, რის გამოც ბავშვებს განუვითარდათ ჩვევა, დაღეჭვის წინ საღეჭი რეზინის შუაზე გადატეხვა- იმის გასარკვევად, იდო თუ არა შიგნით სამართებელი. ეს ჩვევა სხვათა შორის არსებობდა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისამდე.


image



2. როგორ გადაარჩინა გარდაცვლილმა დედამ შვილი - საღამოობით შეკრებილ სოფლის ბირჟაზე აუცილებლად მოისმენდით სხვადასხვა დაუჯერებელ ისტორიებს.ერთ-ერთი იყო, თუ როგორ გადაუდგა ელმავლის მემანქანეს წინ რამდენჯერმე ქალი, მოთხოვნით შეეჩერებინა მატარებელი....მემანქანემ შეაჩერა შემადგენლობა, სულ რაღაც 1 მეტრის დაშორებით სადაც ლიანდაგებზე იწვა ბავშვი..შემდგომ გაირკვა, რომ(ისტორიას სხვადასხვა გაგრძელება მოყვებოდა..მემანქანემ შემთხვეით ნახა საფლავის ქვა, სადაც ის ქალი ამოიცნო, რომელიც წინ გადაუდგა..ფოტო აჩვენეს და ა.შ.)ბავშვის დედა გარდაცვლილი იყო...


image



3. ბავშვების გატაცება - კიდევ ერთი პირქუში ლეგენდა, რომლის მოყოლაც უყვარდათ საღამოობით ეზოში ან პიონერთა ბანაკებში შუქის ჩაქრობის შემდეგ - რათა უფრო საშიში ყოფილიყო. საშინელი შავი "ვოლგა" (ლეგენდის სხვა ვერსიით - აბსოლუტურად შავი "ლაზ-ის" მარკის ავტობუსი) მოგზაურობს მთელ სსრკ -ში, საიდანაც ზრდილობიანი ხალხი გამოდის(სხვადასხვა ვერსიებით ესენი არიან ებრაელები, მღვდლები, სატანისტები, ვამპირები) და ბავშვებს იტყუებენ შოკოლადებით, ტკბილეულით, ან პირდებიან, რომ ფერადი მულტფილმებს აჩვენებენ.ეს რა სულელი ბავშვებიც ჯდებიან "ვოლგაში" და ამის შემდეგ უკვალოდ ქრებიან მათი ასავალ-დასავალი არც არავინ იცის . როგორ განვასხვავოთ "მკვლელი ვოლგა" უბრალო შავი ვოლგისგან? მის ნომერზე აუცილებლად იქნება ასოები ССД - რაც ნიშნავს "სიკვდილი საბჭოთა ბავშვებს".

image


4. მომგებიანი "კოსმოსი" - ალბათ თითქმის ყველა მწეველს დაუშლია გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში სიგარეტი "კოსმოსის" კოლოფი, სადაც ძირში ნაკეცებზე, ეწერა ციფრები .ლეგენდის თანახმად თუ ამ ნომრების გარკვეულ კომბინაციას შეაგროვებდი, მიიღებდი პრიზს, ან ციფრების ნაცვლად კოლოფის ფსკერზე პირდაპირ შეიძლება ეწეროს მომგებიანი პრიზის დასახელება, მათ შორის ავტომობილი "ჟიგული" ან "მოსკვიჩი."

image


5. თუ ბოლოში გახვალ მულტფილმი ჩაირთვება - ოთხმოციან წლებში სსრკ-ში გამოჩნდა ელექტრონული თამაშები, როგორიცაა "აბა, დამაცადე!" ან "ოკეანის საიდუმლოებები"-ეს იყო ელექტრონული სათამაშო, რომელთა პერსონაჟები ასრულებდნენ უმარტივეს მოქმედებებს თხევად კრისტალურ შავ-თეთრ ეკრანზე. ზოგადად, ყველაფერი საკმაოდ მარტივი და პრიმიტიული ჩანდა.

თუმცა დადიოდა ლეგენდა, რომ თუ თამაშის ყველა ეტაპს წარმატებით გაივლიდი, ბოლოში ჩაირთვებოდა "დისნეის" ან "აბა დამაცადეს"რომელიმე სერიის მულტფილმი.

image


6. შავი ხელი - გასული საუკუნის კიდევ ერთი ქალაქური ლეგენდა, რომელსაც მოზარდები ბავშვების დასაშინებლად იყენებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ვერსია. ზოგი ვერსიით, ღამღამობით პიანინოზე უკრავს, ხოლო ზოგი ვერსიით - ჰაერიდან მოულოდნელად ჩნდება და ხალხს ხოცავს. აი უცებ საიდანღაც, კარიდან, ლოგინის ქვემოდან ან ფანჯრიდან, გამოჩნდებოდა შავი ფერის ხელი და თავის საშინელ საქმეს აღასრულებს.

image


7. ბურახის კასრში მატლებია - ბურახის ავარიის დროს კასრი ამოტრიალდა და მაგ დროს ნახეს(ან გარეცხვის დროს ნახეს, ან რომ დაიცალა შიგნით ჩაანათეს და სხვა), რომ იქ უზარმაზარი მატლები ბუდობენ..ზოგი უფრო შორს მიდიოდა და ამბობდა, რომ თურმე მკვდარი ვირთხები ან ადამიანის გვამი იპოვესო.


image

8. ანტენა ვერცხლისწყლით - ასეთი ლეგენდა დადიოდა, რომ თუ ვერცხლიწყალს შეაგროვებდი და მას ანტენაზე დაამონტაჟებდი, აბსოლუტურად ყველა არხს დაიჭერდა..ერთი რადიომოყვარული თურმე წვეთ-წვეთად აგროვებდა ვერცხლისწყალს 10 წლის განმავლობაში -1 ლიტრამდე შეაგროვა და იჭერდა მსოფლის თითქმის ყველა ტელე და რადიოარხს, თუმცა შემდეგ ის დაიჭირა კგბ-მ, ვერცხლისწყალი კი გადაუღვარა.

image

ეს რა თქმა უნდა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ქალაქური მითების, რომელიც გასული საუკუნეში ტრიალებდა, თქვენ რომელი ურბანული ლეგენდა გახსენდებათ?

0
217
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0