x
მეტი
  • 28.11.2021
  • სტატია:115210
  • ვიდეო:352757
  • სურათი:489176
ჯანჯაფილის სასარგებლო თვისებები და ნაყენის მომზადების წესი

Etlingera Elatior Pink ანუ ეტლინგერა (лат. Etlíngera) და ასევე, იმპერატორის ჩირაღდანი, იგივე ჯანჯაფილი, კოჭა, იმბირი, ფაიფურის ვარდი, ფილიპინური ცვილის ყვავილი – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე არის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან, ჯანჯაფილისებრების ოჯახიდან.
ეტლინგერა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ყვავილია დედამიწაზე, დიდი წაგრძელებული, სქელი ფოთლებით და ულამზესი გვირგვინით, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური, წლის თბილ სეზონზეა, როდესაც მის დიდ ყვავილს, ცვილის ელვარება ეფინება.


image


იმბირი სანსკრიპტიდან, როგორც «რქიანი» ითარგმნება. ასეთი სახელი, სავარაუდოდ, მისი ფესვის ფორმას უკავშირდება. ჯანჯაფილი პირველი სანელებელი იყო, რომელიც, თითქმის, 2000 წლის წინ, ძველ რომში და საბერძნეთში გამოჩნდა. თუმცა, ჩინელებისთვის და ინდონეზიელებისთვის ეს მცენარე ძველთაგანვე ცნობილია.

ჯანჯაფილით მოვაჭრე არაბები, ადგილს სადაც მცენარე იზრდებოდა, საიდუმლოდ ინახავდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ მცენარე ტროგლოდიტების (ლათ. Homo troglodites – გამოქვაბულში მაცხოვრებელი) მიწაზე ხარობდა, შორს, სადღაც სამხრეთით, – წითელი ზღვის იქით და მას ყოველთვის ფხიზლად იცავენ.
ჯანჯაფილის ევროპაში გამოჩენიდან, დიდი დრო გავიდა, ვიდრე მარკო პოლომ ის ჩინეთში აღმოაჩინა და აღწერა.

ევროპამ ჯანჯაფილი, როგორც სანელებელი ისე გაიცნო (ის ძალიან უხდება ხორცისა და თევზის კერძებს, ასევე ბრინჯს და ტკბილ დესერტებს). მაგრამ დღეს, ის უფრო მეტად, თავისი უნიკალური თვისებებით არის ცნობილი. ჯანჯაფილის ფესვი ეხმარება ადამიანს ახალგაზრდობის და სილამაზის დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნებაში, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაში და იმუნური სისტემოს ამაღლებაში. მცენარის სისტემატიურად გამოყენება, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას, ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამომუშავებას და სხეულს ტოქსიკური ნივთიერებებისგან ასუფთავებს.

ჯანჯაფილი მდიდარია С, В1, В2 და А ვიტამინებით, ხოლო მინერალებიდან, მაგნიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას, ნატრიუმს, კალიუმს და თუთიას შეიცავს.

ჯანჯაფილის გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის შეიძლება ნაყენის, ნახარშის ან ფხვნილის (250-500 მგ.) სახით. რეკომენდირებულია გაციების, გრიპის, ღებინების, კუჭში ჰაერის დაგროვების და მუცლის ტკივილის დროს. ჯანჯაფილი ასევე გამოიყენება A ჰეპატიტი, დამბლის, პარაზიტული დაავადებების, ალერგიის, კანის ყველა სახის დაავადების და ბრონქიალური ასთმის დროსაც კი. ის ასევე, ამცირებს ქოლესტერინს დონეს სისხლში. აღმოსავლეთის მედიცინის მიხედვით, ჯანჯაფილი აუმჯობესებს მეხსიერებას, ასუფთავებს თირკმელებს, გამოჰყავს მავნე ნივთიერებები ტვინიდან და ხორხიდან.

გონებრივი ან ფიზიკური დაღლილობის, სტრესის, ძალების აღდგენის და დიეტაზე ყოფნის დროს, ძალიან სასარგებლოა ჯანჯაფილის ჩაი. შესაძლებელია, უბრალოდ, მცენარის დანაწევრებული ფესვის თერმოსში მოთავსება, მდუღარე წყლის დასხმა და ამ ნაყენის დღის მანძილზე მიღება. დოზები კი ასეთია: 1 ლ. წყალზე – ალუბლის ხელა ფესვის ნაჭერი. ნაყენზე შეიძლება თაფლის, ლიმონის, პიტნის და წითელი მოცვის დამატება.

და ბოლოს, უმჯობესია, თუ ჯანჯაფილის ახალ ფესვს გამოიყენებთ, რადგან მშრალი ფესვი ან მისი ფხვნილი, ნაკლებად ეფექტურია, რადგან მასში ცოტა რაოდენობის არომატული და აქტიური ნივთიერებებია.

ახალი ფესვის ამოცნობა კი, რთული არ არის – ის უნდა იყოს მაგარი, პრიალა და მასზე არ უნდა აღინიშნებოდეს რაიმე სახის შავი ლაქა ან ობი. მოხმარების წინ, ფესვს ქერქი უნდა მოაცილოთ. ახალი ფესვი (ქერქით) მაცივარში 3 კვირა ინახება, საყინულეში – 6 თვემდე.


image

არხის სხვა სიახლეები:


10 საინტერესო ფაქტი ცნობილი ფილმების შესახებ


ვის ახდევინებდნენ უშვილობის გადასახადს?.. და სხვა საინტერესო ფაქტები სსრ კავშირის შესახებ


ცხოველთა სამყაროს წარმოუდგენლად დიდი წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ ხდებოდა — 10 ისტორიული ფოტო


ბრძნული ფრაზები ცხოვრების გასამარტივებლად


როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო)

1
337
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
337
  
30 ოქტომბერი, 7:58
ჯინჯერიდან ვაყენებ ჩაის უკვე 7-დი წელია და ამომივიდა გაცვენილი თმები მთელ"გოგრაზე".რეცეპტი:ჯინჯერის ფევის ნაჭერს გაასუფთავებ და აადუღებ წყალთან ერთად შემდეგ დააყენებ ამ ნადუღარით ჩაის,ხოლო როდესაც გააკეთებ წვნიანს იქაც უნდა დაამატო ჯინჯერი,ასევე ეს ნახარშები ასუფთავებს ორგანიზმს,ეს არის დალე-ლამას რეცეპტი.
0 1 1