x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მადონა ასაკშია, მაგრამ ახალგაზრდული ენერგიით ოინბაზობას არ ეშვება, ამჯერად ღია ეთერში ტრუსი "გამოამზეურა"

image მადონა ცნობილია თავისი გამოხდომებით, 63 წლის მომღერალი ასაკის მიუხედავად ყოჩაღად გამოიყურება და ახალგაზრდული ენერგიით ცდილობს პოპულარობის შენარჩუნებას, რომელიც მას არც მანამდე აკლდა.
ცალკე თემაა მადონას მიერ სატელევიზიო სტუდიებში ამა თუ იმ შოუს წამყვანებისათვის "გაჩალიჩება".
ხან უცნაურას ჩაცმული მიდის, ხან ლამის შიშველი მივიდა, ხან მაყურებლებს ისე გაუშალა ფეხები წამყვანი იძულებული გახდა სარეკლამო ჭრა გაეკეთებინა, ხან მკერდი მოიშიშვლა.
ამჟამად პოპ ვარსკვლავმა შოუში "The Tonight Show" მიიღო მონაწილეობა, მართალია კოვიდ პანდემიის შემდეგ საკმაოდაა მადონა შეცვლილი, მაგრამ მისი ამოცნობა არავის გაუჭირდება.
ამჯერად 63 წლის ვარსკვლავი მგიდაზე გაწვა და შოუს წამყვანი იძულებული გახდა მისი "მეხუთე წერტილი" საკუთარი პიჯაკით დაეფარა, თუმცა მადონა ამას არ დაჯერდა და სტუდიაში არც მეტი და არც ნაკლები კაბა წამოიხადა, ამჯერადაც შოუს წამყვანმა იყოჩაღა და პოპ "დივას" ისევ მრავალტანჯული პიჯაკი მოაფარა.
მესმის მადონა მადონაა და მას იმის გაკეთებას რასაც აკეთებს ჩვენ ვერ დავუშლით, მაგრამ 63 წლის ქალისაგან ამგვარი საქციელი მთლად ლამაზი რომ არაა ცხადზე უცხადესია.
image

0
169
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
169