x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"მიშა არ მინდა, არც პრეზიდენტად, არც პრემიერად, არც პარლამეტის თავმჯდომარედ!.. მინდა ანაკლიის მერად!" - ია ფარულავა
image


მსახიობი ია ფარულავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას უზიარებს სოციალური ქსელის მომხმარებელებს და წერს, რომ მესამე პრეზიდენტი თავისუფალი უნდა იყოს, რადგან ის ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის.

.

"მიშა არ მინდა, არც პრეზიდენტად არც პარლამეტის თავმჯდომარედ და არც პრემიერად… მაგრამ მიშა მინდა თავისუფალი …. ის ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის"! – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.


მის ამ პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, რაზეც ია ფარულავა ასე პასუხობს:

"ყველაზე მეტად კი მინდა მიშა ანაკლიის მერად !!!!! აი მერე შეგვედაროს ნიცა და მონაკო !!!!!…"

.

"ვინ არის უდანაშაულო ამ ქვეყნად ….შეცდომების გარეშე კი სიცოცხლეს რა ფასი აქვს ….უფრო ფართო სპექტრით უნდა შევხედოთ მოვლენებს !!!!ისტორიული კუთხით!!”

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტიკ-ტოკ­ზე“ ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა ია ფა­რუ­ლა­ვას ვი­დეო, რო­მელ­შიც მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კლა­სე­ლია, ლი­ზას "მინი სან­დრად" მო­იხ­სე­ნი­ებს და უკ­ვირს, რა სა­ჭი­რო იყო ახლა მისი გა­მო­ჩე­ნა.

"მაგ­რამ, ერთი კი­თხვა მა­წუ­ხებს მიშა სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს მინი სან­დრა ახლა რომ არ გა­მო­ე­ჩი­ნა და ცოტა ხნის შემ­დეგ გა­მო­ე­ჩი­ნა, არ აჯო­ბებ­და ნეტა?“ - კი­თხუ­ლობს ია ფა­რუ­ლა­ვა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში.

.

რა­დას დე­პუ­ტა­ტის ირ­გვლივ ჭო­რე­ბი არ წყდე­ბა. ქალს ერთ-ერ­თმა უკ­რა­ი­ნელ­მა კო­ლე­გამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ღიად ჰკი­თხა, იყო თუ არა გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რა­ზეც ლი­ზამ უპა­სუ­ხა, რომ ახლა ამის გარ­ჩე­ვის დრო არ იყო.

,

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სა­ქარ­თვე­ლო­შია. ქალ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მას შემ­დეგ ჩა­მო­ა­კი­თხა, რაც და­ა­პა­ტიმ­რეს. შე­გახ­სე­ნებთ, და­პა­ტიმ­რე­ბის დღეს მათ გა­ავ­რცე­ლეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ლი­ზას­თან ახალ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას იწყებს. ლი­ზას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი თბი­ლად არ დახ­ვედ­რია, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ მათ ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ. მხარ­დამ­ჭერ­თა ნა­წი­ლი წერს, რომ პირ­ველ ლე­დიდ დღემ­დე ისევ სან­დრა რუ­ლოვ­სი რჩე­ბა.

.

ლი­ზამ ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლი ორ­ჯერ მო­ი­ნა­ხუ­ლა. ექ­სპრე­ზი­დენტს სა­პა­ტიმ­რო­ში ეს­ტუმრნენ დედა და შვი­ლე­ბი, მათ­თან ერ­თად არ ყო­ფი­ლა სან­დრა რუ­ლოვ­სი, რო­მელ­მაც გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ მის­თვის ვი­დე­ოს სა­ხით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­შას და ლი­ზას აღი­ა­რე­ბა, რომ ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, მი­უ­ღე­ბე­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

0
370
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0