x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ვწუხვარ, რომ საღი აზროვნება ფაშიზმის, სადიზმის თაყვანისცემის მენტალობასთან უძლურია" - იუნა შაფათავა

image

მსახიობი და ტელესახე იუნა შაფათავა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

"შემდეგი სერია: "ოცნება" ქვეყნის მმართველობას მთლიანად აბარებს "ნაც ფაშისტთა" მოძრაობას და ყველა, ვინც "ნაცების" გვერდით არ დგას, მიდის ციხეში სამუდამოდ, ქონება ჩამოერთმევათ, საქართველო უერთდება რუსეთს და მიშა პუტინის დასმული გუბერნატორია. ყველანაირი განსხვავებული აზრი ისჯება სასტიკად. ნულოვანი ტოლერანტობა ყველას, ვინც "ნაც ფაშისტი" არაა.

ყველა "ურჩი" ისჯება; ვინც მიშას არ აღიარებს - წამებით სიკვდილით დასჯა, მისი კერპთაყვანისმცემლების რიტუალური ცეკვა გინების ფონზე.
დეას ანეკდოტი აქტუალურია, როგორც არასოდეს:
ასკარიდამ (განავალის ჭიამ), უკანალიდან თავი გამოყო და მამას ეკითხება:
- მამა, აქ რატომ ვცხოვრობთ?
- შვილო, არის ასეთი მცნება- სამშობლო!
ვიზიარებ! ვწუხვარ, რომ საღი აზროვნება ფაშიზმის, სადიზმის თაყვანისცემის მენტალობასთან უძლურია….", - წერს იუნა შაფათავა.
ასევე იუნა შაფათავა კვირას 17 ოქტომბერს აანონსებს ნიუ-იორკში ენმ-ს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აქციას.
"ვისაც გაქვთ დრო და სურვილი, დააფიქსიროთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია, მობრძანდით. თუ გაქვთ პლაკატის დაწერის სურვილი, მოიტანეთ პლაკატი. თხოვნაა, მუყაოზე არ იყოს, მომწერეთ, დამირეკეთ, დაგაკვალიანებთ. ყველას გვაქვს სათქმელი, თავისუფალი ხართ გადმოცემაში, კანონის და ეთიკის ფარგლებში. გინება, უწმაწური სიტყვები და აგრესია დაიბლოკება.
თუ გაქვთ სისხლიანი ტერორის რეჟიმის ფაქტის ჩვენების სურვილი, გამოხატეთ წარწერით. წარწერა რა ენაზეც გირჩევნიათ, ქართულად თუ ინგლისურად", - წერს იუნა შაფათავა.
14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხალხმრავალი აქცია გაიმართა. მიტინგი ორგანიზემული იყო ენმ-ს მიერ. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდან მობილიზებული ექს-პრეზიდენტის მომხრეებიც.
image
0
439
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0