x
,,კეთილი სოფელის" დამფუძნებელმა სალომე ზურაბიშვილისგან მადლობის წერილი მიიღო
image


ბათუმში “კეთილი სოფელი" შენდება, რომელსაც ბიზნესლედი და ქველმოქმედი ქალბატონი ნანა სარიშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ ამ ქალბატონს ეკუთვნის “კეთილი სოფელის" აშენების იდეა, რომელიც ხუთსართულიანი კამპუსისგან შედგება და ამ კამპუსში განთავსებული იქნება, როგორც საცხოვრისი სოციალურად დაუცველი პირებისთვის, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირებისთვის. შენობაში განთავსებული იქნება ასევე სასწავლო სახელოსნო სადაც საცხოვრიში მაცხოვრებლები სხვადასხვა პროფესიებს შეისწავლიან უსასყიდლოდ. პროექტი სრულიად საქართველოს კატალიკოს პატრიარქმა აკურთხა.

აღსანიშნავია ის, რომ ნანა სარიშვილმა ამ კომპლექსისთვის უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა, რომელიდან შემოსული თანხა მშენებლობას ხმარდება.

უამრავი ტიტულის მქონე ქალბატონმა ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მადლიერების წერილი მიიღო რამაც ნანა სარიშვილს უფრო მეტი სტიმული მისცა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის და განვითარების.


image

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:ნენე კვინიკაძე
ნენე კვინიკაძე
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0