x
,, ხანდახან წარუმატებლობა გამხდარა წარმატების საფუძველი" - მანჩო მელქაძე ,,პერსონა 2021" -ის ტიტულს მიიღებს
image

“ ხანდახან წარუმატებლობა გამხდარა წარმატების საფუძველი" - მანჩო მელქაძე “პერსონა 2021" -ის ტიტულს მიიღებს

"იყო ქალი რომელიც არის წარმატებული კარიერაში და ყავს ოჯახი, ეს არის სამი ქალბატონი გაერთიანებული ერთ სხეულში და ეს ნიშნავს ძალიან ძლიერ ქალს."
ეს სიტყვები საერთაშორისო მჭვრთნელს სხეულის გამაჯანსაღებელი ვარდიშების წარმატებულ სპეციალისტს ემიგრანტ ქალბატონს მანჩო მელქაძეს ეკუთვნის. მან წარმატების მისაღწევად გრძელი გზა განვლო, ამ გზაზე იყო ბევრი შრომა, სწავლა განათლება და დღეს ის რუსეთში მოღვაწოებს. რუსეტამდე კი იყო სხვა დიდი ქვეყნები. მანჩო მელიქიძისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ასაქართველოსზე საუბარი, ნოსტალგია, რომელსაც ის ატარებს საქართველოს დიდ სიყვარულს ეკუთვნით. ის ჩვენტან საუბარში ამბობს, რომ მისი მომავალი პროფესიული გეგმები აუცილებლად საქართველოს ეკუთვნის.
თქვენი წარმატების ფორმულა, როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?
ჩემთვის წარმატების ერთი კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ფორმულა იცვლებოდა და იცვლება დღემდე, ხანდახან წარუმატებლობა გამხდარა წარმატების საფუძველი, მაგრამ წარმატების მისაღწევათ მაინც საჭირო არის იყო მიზანდასახული და შრომისმოყვარე.

პროფესია რომელსაც ემსახურები განსაკუთრებულ უნარებს და თეორიულ ცოდნას მოითხოვს, მოგვიყევით ამის შესახებ?


მართალი ბძანდებით ნამდვილად მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს და თეორიულ ცოდნას. საკმაოდ საპასუხისმგებლო პროფესიაა, თუმცა ამ პროფესიას ფლობენ ადამიანები ვისაც არააქვს სამედიცინო განათლება მათ შორის ვარ მეც, მაგრამ მე მუდმივად ვსწავლობ როგორც ანატომიას ასევე ადამინის მდგომარეობას ენერგეტიკულ დონეზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი შეხების თანავე იწყება სხეულთან კომინიკაცია და როგორც კარგი ასევე ცუდი ენერგეტიკა არსებობს და სხეულმა შეიძლება არ მიგიღოს ეს კავშირი. დამერწმუნეთ იყო პროფესიონალი მასაჟისთი არაა ადვილი, ძალიან რთულია ესე მოგიყვეთ ყველა იმ მაკავშირებელ თემაზე რომელსაც ეს პროფესია მოითხოვს. ასევე იყო პროფესიონალი მწვრთვნელი მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს და ცოდნას! ძალიან დიდი სურვილი მაქვს მასაჟის ხელოვნებაზე ჩემი საკუთარი წიგნი დავწერო ამას ესე საჯაროთ ეხლა პირველად ვამბობ და იმედია რომ გამომივა.
საერთაშორისო მწვრთნელის სტატუსი გაქვთ მოგვიყევითამის შესახებ?
დიახ საერთაშორესო მწვრთნელი სტატუსი მაქვს და საქართველოში ჯერჯერობით მე ვარ პირველი ვინც ამ სახეობაში არის მწვრთვნელი, ჯერ ჯერობით არ მინდა წინასწარ ჩემს გეგმებზე ვისაუბრო, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს საქართველოში შემოვიტანო ვარჯიშების ეს მიმართულება. იმედია უახლოვეს მომავალში შევძლებ და ჩემს სიტყვას ამ სფეროშიც ვიტყვი.
ემიგრანტი ქალის ცხოვრება, როგორი იყო გზა საქარᲗველოდან მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში სადაც მოღვაწობდიᲗთდა წარმატებას მიაღწიეთ?
ემიგრანტი ქალის ცხოვრება : არც კი ვიცი საიდან დავიწყო, ეს მტკივნეული თემაა, სიტყვა “ემიგრაცია” ნიშნავს ქვეყნიდან დევნილს, გადახვეწილს სხვა ქვეყანაში!! დღეს დღეობით ყველას ემიგრანტს ვეძახით ვინც სხვა ქვეყანაში მუშაობს და ოჯახებს ეხმარებიან, თუმცა ემიგრანტებიც ბევრი ყავს ჩვენს ქვეყანას სამწუხაროთ. მე მინდა ჩემს გზას დავარქვა მოგზაური და არა ემიგრანტი, ეს ის მოგზაურობაა რომელიც არაა კავშირში ბედნიერებასთან მაგრამ ეს ის გზაა რომელიც უნდა გაიარო იმიტომ რომ ესეა საჭირო შენი და შენი ოჯახისთვის. ჩემი მოგზაურობა სახელწოდებით “მოგზაური ემიგრანტი ქალი “დაიწყო 2012 წელს, პირველი ქვეყანა იყო არაბეთი ქალაქი ( დუბაი ) შემდგომ 2013 თუქეთი ქალაქი ( ანტალია ) 2016 რუსეთი ქალაქი ( მოსკოვი ) და დღემდე აქ ვიმყოფები. ყველა ქვეყანამ მომცა გამოცდილება, ძალა, ცოდნა, გამომიმუშავა ბრძოლის და თვით გადარჩენის ინსტიქტი და ეს ყველაფერი ჯამში გახდა ჩემი მიღწევების და წარმატების ფორმულა. სწორად ამიტომ გითხარით რომ ყველა ეტაპზე ეს ფორმულა იცვლებოდა . ნამდვილად ვთვლი რომ წარმატებული ადამიანი ვარ, მაგრამ ჯერ ჩემი გზა გრძელდება და ამიდია შემდგომი წარმატების ფორმულა საქართველოში იქნება.

ნოსტალგია საქართველოზე ...

ამ კითხვაზე თუ გიპასუხებთ ისე როგორც მხოლოდ ქართველი რათქმაუნდა ძალიან მენატრებოდა და მენატრება ჩემი საქართველო, მაგრამ თუ ამ კითხვაზე გიპასუხებთ მანანა ეხლა, ნოსტალგია მქონდა და მაქვს ჩემს ოჯახზე, მუდმივად ჩემი გონება რასაც არ უნდა ვაკეთებდე არის ჩემს ოჯახთან და სახლთან ნოსტალგიაში, ძალიან მენატრება ჩემი მეგობრები და ის წრე რომელიც მყავს საქართველოში, იცით რა არის ყველაზე სამწუხარო? ის რომ მე ჩემი საქართველო როგორც ქართველს ჯერ არც კი მაქვს ნანახი და შესწავლილი ბოლომდე და ამაზე ძალიან გული მწყდება, არ შემიძლია არ ვიყო გულწრფელი და უბრალოდ შელამაზებულად გიპასუხოთ თქვენს დასმულ კითხვებზე, მე ემოციური ქართველი ქალი გახლავართ და რათქმაუნდა ყველაფერზე სიღრმისეულად გპასუხობთ და არა ზედაპირულად, ნოსტალგია მაქვს მუდმივად საქართველოზე, ოჯახზე და ყველაფერზე რაც ჩემს ქართველობას და პიროვნებას უსვამს ხაზს.

ქალი კარიერა და ოჯახი .... საინტერესოა თქვენი აზრი....

ქალი, კარიერა, ოჯახი !!! ხვდებით ხომ რომ ეს არის ის კითხვა რომელზეც პასუხი გაცემა ნიშნავს მოგიყვეთ ჩემი ცხოვრების ისტორია, რომ სრულად გაიგოთ ჩემი აზრი ამ კითხვაზე. იყო ქალი რომელიც არის წარმატებული კარიერაში და ყავს ოჯახი, ეს არის სამი ქალბატონი გაერთიანებული ერთ სხეულში და ეს ნიშნავს ძალიან ძლიერ ქალს რომელსაც როგორც წესი არააქვს პირადი ცხოვრება ))) ამ ჩამონათვალში ოჯახს და კარიერულ წინსვლას იმხელა დრო და ძალა ესაჭიროება რომ როგორც ქალი მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით იკარგები. თუმცა როგორც დედა შემიძლია გითხრათ რომ დედობამ ხელი არ შემიშალა იმისთვის რომ წარმატებული ქალი და დედა ვიყო, მითუმეტეს მე ჩემი ფილოსოფია და გაგება მაქვს იმასთან დაკავშირებით რომ იყო ქალი, დედა და ეხლა უკვე დადამთილი))) და თან იყო წარმატებული ძლიერი და შემდგარი ქალი.ყველაფერი შესაძლებელია როცა გულში არის სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ რაც გამოძრავებს და სიცოცხლეს გიხალისებს.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:ნენე კვინიკაძე
ნენე კვინიკაძე
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0