x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაია ასათიანმა განმარტა, თუ რატომ მალავს საყვარელი მამაკაცი სახეს და ვინაობას
image
ტელეჟურნალისტმა მაია ასათიანმა განმარტა, თუ რატომ მალავს საყვარელი მამაკაცის სახეს და ვინაობას.


"შეკითხვები მომდის, სხვათა შორის გოგოებისგან არა, უფრო მამაკაცებისგან, რატომ აქვს ჩემთვის ძვირფას ადამიანს ჩემს პროფილში სახეზე "სმაილი". ძალიან მარტივია და იმედია, სწორად გაიგებთ, არაფერი დასამალი არ არის, არც ისეთი, რომ რაღაც უნდა დამალო ან ჩუმად გააკეთო... პირიქით ეს არის ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი ამბავი...


ეს ადამიანი ძალზე ძვიფასია ჩემთვის, წელიწადნახევარია გვაქვს უკვე ეს საოცარი ჰარმონია. უბრალოდ როცა ხარ ძალიან პოპულარული ადამიანის გვერდით, ეს არ არის იოლი თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ შენ თვითონაც ხდები ცნობადი და ექცევი საზოგადოების ცენტრში... მერე იტაცებს ამ ყველაფერს ყვითელი პრესა, არის განხილვები და ერთი ამბავი.


პირადი სივრცე... ნებისმიერ ადამიანს ვისაც ეს გამოუვლია, ირღვევა. ამიტომ მე მინდა, რომ პირადი, ძალიან ახლო და ძვირფას, რაც ძალიან ჩვენია, დაურღვეველი იყოს და მე მინდა ეს ტვირთი, რაც მე მაქვს, ჩემი სატარებელი ტვირთია და არანაირად არ მინდა ჩემს ძვირფას ადამიანს დავაკისრო ეს...


image

ხანდახან ვერ მითმენ ხოლმე და როცა კარგად ვარ მინდა გაგიზიაროთ, ვიცი რომ ბევრ თქვენგანს გაუხარდება... არანაირი პრობლემა არ არის მისი სახის გამოჩენის, თავისი პროფესია აქვს, არ არის ჩემი სამყაროს წევრი, ძალაინ მაგარი ადამიანია, უბრალოდ ეს არის ჩვენი არჩევანი, რომ მე ცნობადი ვარ და ის აკეთებს თავის საქმეს და ის შლეიფი, რომ ასეთი შეყვარებულია მას არ სჭირდება და მეც არ მჭირდება სიმართლე გითხრათ" - განაცხადა ვიდეომიმართვაში მაია ასათიანმა.


0
344
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0